პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან დარსალია: შეგვიძლია დავაანონსოთ ოთხივე კურორტზე ზამთრის სეზონის გახსნის თარიღი და ეს იქნება 20 დეკემბერი

მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ლევან დარსალიას განცხადებით, ზამთრის სეზონი ოთხივე კურორტზე 20 დეკემბერს გაიხსნება. გუდაურში მიმდინარეობს ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის საბაგიროების და სასრიალო ტრასების მშენებლობა.

ლევან დარსალია: შეგვიძლია დავაანონსოთ ოთხივე კურორტზე ზამთრის სეზონის გახსნის თარიღი და ეს იქნება 20 დეკემბერი
რუსთავი 2

"უკვე შეგვიძლია დავაანონსოთ ოთხივე კურორტზე ზამთრის სეზონის გახსნის თარიღი და ეს იქნება 20 დეკემბერი. აღნიშნული დამსვენებლებს ვიზიტების, ხოლო ბიზნესის წარმომადგენლებს საქმიანობის წინასწარ დაგეგმვაში დაეხმარება", - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ.

მისი თქმით, გუდაურში 2026-2027 წლის სათხილამურო სეზონისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

"ვიზიტორებს გუდაურში წელს ახალი ინფრასტრუქტურა დახვდებათ. ამ ეტაპზე ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგიროს სადგურები შენდება. ასევე, ველით სულ მალე მოძრავი ხალიჩის სამუშოების დაწყებას, პარალელურად ეწყობა ორი ახალი სასრიალო ტრასა და მიმდინარეობს მიწის სამუშაოები გათოვლიანების სისტემის მოსაწყობად", - განაცხადა ლევან დარსალიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობომთის კურორტებზე ზამთრის სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება
  2. BM.GEოპოზიციურიმთის კურორტებზე ზამთრის სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება - MTA
  3. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი ნადარეიშვილი: ზამთრის ტურისტული სეზონი 20 დეკემბერს გუდაურში, გრანდიოზული ღონისძიებით გაიხსნება და ეს ერთ-ერთი წარმატებული სეზონი იქნება
  4. იმედინიუსისამთავრობოლევან დარსალია: შეგვიძლია დავაანონსოთ ოთხივე კურორტზე ზამთრის სეზონის გახსნის თარიღი და ეს იქნება 20 დეკემბერი
  5. რუსთავი 2სამთავრობოზამთრის სეზონს გუდაური ახალი ინფრასტრუქტურით ხვდება - მშენებლობის სამუშაოები კურორტზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
პირველად, „მთის ტრასების“ სააგენტო ზამთრის კურორტების აბონემენტებს საკუთარ პლატფორმაზე გაყიდისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები