პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

წელს გუდაურში 31 მილიონ ლარს ვხარჯავთ. განახლებული ინფრასტრუქტურა კურორტის გრძელვადიანი განვითარების მთავარი საფუძველია, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ბიზნესისთვის - ლევან დარსალია

გუდაურში წელს 31 მილიონი ლარი იხარჯება, აცხადებს „მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლევან დარსალია. კურორტზე მონტაჟდება ახალი საბაგიროები, მოძრავი ხალიჩა და ეწყობა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა.

წელს გუდაურში 31 მილიონ ლარს ვხარჯავთ. განახლებული ინფრასტრუქტურა კურორტის გრძელვადიანი განვითარების მთავარი საფუძველია, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ბიზნესისთვის - ლევან დარსალია
რუსთავი 2

"ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობით ვქმნით პირობებს, რომ კურორტი უფრო კომფორტული, მიმზიდველი და მრავალფეროვანი გახდეს", - განაცხადა "მთის ტრასების სააგენტოს" (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ გუდაურში 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე საუბრისას.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტები კურორტის მდგრადი განვითარებისა და საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდისთვის გადამწყვეტია.

"განახლებული ინფრასტრუქტურა კურორტის გრძელვადიანი განვითარების მთავარი საფუძველია, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ბიზნესისთვის. სწორედ ამიტომ წელს გუდაურში 31 მილიონ ლარს ვხარჯავთ. ასევე, მომავალი წლებისთვისაც გვაქვს დაგეგმილი მნიშვნელოვანი ინვესტიციები", - აცხადებს ლევან დარსალია.

გუდაურში სნოუპარკის არეალში ბიგელის ტიპის ორი საბაგიროს - საერთო სიგრძით 1 400 მეტრი - კონსტრუქციები მონტაჟდება, დასკვნით ეტაპზეა 200-მეტრიანი მოძრავი ხალიჩის ინსტალაცია, ხოლო "სოლიკოსა" და "კიკილოს" ტრასებზე 7,5 კმ მონაკვეთზე ხელოვნური გათოვლიანების სისტემა ეწყობა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოგუდაურში ზამთრის სეზონისთვის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ ფაზაშია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ვეცადეთ, საქართველოს მოქალაქეებისთვის [საბაგიროებზე] სუბსიდირებული ტარიფი ყოფილიყო | MTA-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები