პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურორი ე.წ. ჩორჩანას საქმეზე გიორგი გახარიას პროცესზე დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვის შემდეგ: პროცესზე გამოკითხული ორი მოწმიდან, ორივე აწვდის სასამართლოს გარკვეულ ინფორმაციას თუმცა ვერ ადასტურებს ვისგანაც ეს ინფორმაცია გააჩნიათ

თბილისის საქალაქო სასამართლოგახარია საქართველოსთვის

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე გიორგი გახარიას სასამართლო პროცესზე დაცვის მოწმეები დაკითხეს, რის შემდეგაც პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა, რომ მოწმეები ირიბ ინფორმაციას ფლობენ და ვერ ასახელებენ მის წყაროს.

პროკურორი ე.წ. ჩორჩანას საქმეზე გიორგი გახარიას პროცესზე დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვის შემდეგ: პროცესზე გამოკითხული ორი მოწმიდან, ორივე აწვდის სასამართლოს გარკვეულ ინფორმაციას თუმცა ვერ ადასტურებს ვისგანაც ეს ინფორმაცია გააჩნიათ
იმედინიუსი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჩორჩანას საქმეზე გიორგი გახარიას პროცესი გაიმართა. პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. გამოიკითხნენ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები - შალვა კერესელიძე და ქეთევან ბაკარაძე.

„იმ პერიოდში მე გახლდით სახელმწიფო რწმუნებული. ჩემს რეგიონში შემოდიოდა საოკუპაციო ხაზს მიღმა არსებული სოფლები. მივაწოდე ინფორმაცია, რამდენად აქტიურად ვიყავი ჩართული თითოეულ პრობლემაზე, თითოეულ საკითხზე“, - განაცხადა მოწმე შალვა კერესელიძემ.

საქმის პროკურორის თამარ იაკობიძის განცხადებით, გამოიკითხნენ ირიბი ინფორმაციის მატარებელი მოწმეები.

„პროცესზე გამოკითხული ორი მოწმიდან, ორივე აწვდის სასამართლოს გარკვეულ ინფორმაციას თუმცა ვერ ადასტურებს ვისგანაც ეს ინფორმაცია გააჩნიათ. მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საპასუხოდ, ბრალდების მხარეს დაკითხული ჰყავს რამდენიმე ათეული მოწმე, რომლებიც წარმოადგენენ სოფელ ჩორჩანას და მიმდებარედ მაცხოვრებლებს და 2019 წლის აგვისტომდე და აგვისტოს შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, მათ სასამართლოს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია“, - განაცხადა თამარ იაკობიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგიორგი გახარიას საქმის პროკურორი ე.წ. ჩორჩანას საქმეზე - პროცესზე დაკითხული დაცვის მხარის ორი მოწმიდან ორივე აწვდის სასამართლოს გარკვეულ ინფორმაციას, თუმცა ვერ ასახელებს იმ პირს, ვისგანაც ეს ინფორმაცია გააჩნიათ
  2. რუსთავი 2სამთავრობობრალდების მხარეს დაკითხული ჰყავს რამდენიმე ათეული მოწმე, რომლებიც წარმოადგენდნენ სოფელ ჩორჩანას და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებს - პროკურორი გიორგი გახარიას საქმეზე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ე.წ. ჩორჩანას საქმის პროკურორი - მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, გიორგი გახარიას, როგორც შს მინისტრს ჰქონდა თუ არა უფლება ერთპიროვნულად მიღეო გადაწყვეტილება და საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო აღემართა - ეს გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურებულაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები