პროკურორი: მნიშვნელოვანი გარემოებაა - გიორგი გახარიას, როგორც შს მინისტრს, ჰქონდა თუ არა უფლება მიეღო ერთპიროვნულად გადაწყვეტილება და აღემართა საგუშაგო საოკუპაციო ხაზთან, რაც გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურებულა
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გახარიას საქმეზე, რომელიც 2019 წელს სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს აღმართვას ეხება, პროცესი გაიმართა და დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. პროკურორის განცხადებით, ბრალდების მთავარი საკითხია, ჰქონდა თუ არა გახარიას შს მინისტრის რანგში ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლება, რაც დღევანდელი მტკიცებულებებით არ დადასტურებულა. პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლის თქმით, სუს-ის 2019 წლის ანგარიშში ჩორჩანის ტყეში არსებულ პროცესებზეა საუბარი.

გიორგი გახარიას საქმეზე, რომელიც 2019 წელს სოფელ ჩორჩანაში დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვას ეხება, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართა. დღეს, დაცვის მხარის წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს.
გიორგი გახარიას სასამართლო პროცესს, პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა გამოეხმაურა:
"დღეს დაიწყო დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა სასამართლო სხდომაზე. სიმბოლურად დავიწყეთ დოკუმენტური მტკიცებულებებით, 2019 წლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირდაპირ წერდა თავის ანგარიში, რომელიც 2020 წელს მიღებული აქვს პარლამენტის ყველა კომიტეტს, დადებითი დასკვნა აქვს ამასთან დაკავშირებით გაცემული და წერია, რომ 2019 წლის იანვრიდან მოყოლებული, ევროკავშირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად აფიქსირებდა მონიშვნებს ჩორჩანის ტყეში,"- აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა.
საქმის პროკურორის, თამარ იაკობიძის განცხადებით, მთავარი სამართლებრივი საკითხი არის ის, ჰქონდა თუ არა გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლება - აღემართა საგუშაგო საოკუპაციო ხაზთან. მისივე თქმით, ეს დღეს წარდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურებულა:
"გიორგი გახარიას ბრალდება ედავება - 2019 წელს მას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, არ ჰქონდა უფლება, მიეღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით, ვინაიდან სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენდა იმ ინსტიტუტს და უწყებას, რომელიც განსაზღვრავდა საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების პოლიტიკას. აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება - სწორედ ეს ფაქტობრივი გარემოება.
თორემ, საოკუპაციო ხაზი რომ არის, ის, რომ გარკვეული ქმედებები ხორციელდება, ამასთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს გარკვეული მტკიცებულებები ლოგიკურია, სასამართლოში წარდგენილი აქვს. მათ შორის გარკვეული დოკუმენტები გამოკვლეული იქნა საიდუმლო ფორმატით და შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას, ამიტომ მიჭირს ამ თემებზე საჯაროდ საუბარი. აქ მნიშვნელოვანი გარემოება არის ის გიორგი გახარიას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, ჰქონდა თუ არა უფლება მიეღო გადაწყვეტილება ერთპიროვნულად და აღემართა საგუშაგო საოკუპაციო ხაზთან. ეს დღეს გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურებულა,"- აცხადებს პროკურორი თამარ იაკობიძე.
გიორგი გახარიას ჩორჩანას ეპიზოდზე ბრალდება წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ციტატები სტატიიდან
„დღეს დაიწყო დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა სასამართლო სხდომაზე. სიმბოლურად დავიწყეთ დოკუმენტური მტკიცებულებებით, 2019 წლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირდაპირ წერდა თავის ანგარიში, რომელიც 2020 წელს მიღებული აქვს პარლამენტის ყველა კომიტეტს, დადებითი დასკვნა აქვს ამასთან დაკავშირებით გაცემული და წერია, რომ 2019 წლის იანვრიდან მოყოლებული, ევროკავშირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად აფიქსირებდა მონიშვნებს ჩორჩანის ტყეში,“
„გიორგი გახარიას ბრალდება ედავება - 2019 წელს მას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, არ ჰქონდა უფლება, მიეღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით, ვინაიდან სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენდა იმ ინსტიტუტს და უწყებას, რომელიც განსაზღვრავდა საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების პოლიტიკას. აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება - სწორედ ეს ფაქტობრივი გარემოება. თორემ, საოკუპაციო ხაზი რომ არის, ის, რომ გარკვეული ქმედებები ხორციელდება, ამასთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს გარკვეული მტკიცებულებები ლოგიკურია, სასამართლოში წარდგენილი აქვს. მათ შორის გარკვეული დოკუმენტები გამოკვლეული იქნა საიდუმლო ფორმატით და შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას, ამიტომ მიჭირს ამ თემებზე საჯაროდ საუბარი. აქ მნიშვნელოვანი გარემოება არის ის გიორგი გახარიას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, ჰქონდა თუ არა უფლება მიეღო გადაწყვეტილება ერთპიროვნულად და აღემართა საგუშაგო საოკუპაციო ხაზთან. ეს დღეს გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურებულა,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.