პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის ცენზურასა და ფინანსურ პარალიზებას განაგრძობს

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოქართული ოცნებატვ პირველიტელეიმედირუსთავი 2

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აცხადებს, რომ კომუნიკაციების კომისია კრიტიკული ტელეკომპანიების, კერძოდ „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ ცენზურასა და ფინანსურ პარალიზებას ახორციელებს მიუღებელი ფრაზებისა და სიტყვების გამოყენების მოტივით.

კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის ცენზურასა და ფინანსურ პარალიზებას განაგრძობს
ფორმულა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TI Georgian) ეხმაურება კომუნიკაციების კომისიის მიერ კრიტიკული ტელეკომპანიების დაჯარიმების პრაქტიკას და აცხადებს, რომ უწყება ცენზორის როლს ასრულებს.

1 ოქტომბერს კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის მესამედ — ამჯერად 10 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავამ და კომისიონერებმა: ივანე მახარაძემ და ანი ვაზაგაშვილმა (ნათია კუკულაძე და ეკატერინე იმედაძე სხდომას არ ესწრებოდნენ).

ბოლო 6 თვის განმავლობაში კომისიამ კრიტიკულ მაუწყებლებს — „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ — მოხსენებითი ბარათები 7-ჯერ შეუდგინა. თავდაპირველად მათ სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, შემდეგ თითოეული 2 500 ლარით, მოგვიანებით 5 000 ლარით, ხოლო 1 ოქტომბერს „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმეს. ორგანიზაციის შეფასებით, სავარაუდოდ, შემდეგი ჯარიმა „ტელეკომპანია პირველს“ დაეკისრება.

TI-ს განცხადებით, ეს პროცესი ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი ტელევიზიების პარალიზებას ისახავს მიზნად. განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ კომისიას მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერების უფლებამოსილებაც გააჩნია.

პროსამთავრობო არხების („იმედი“, „პოსტვ“, „რუსთავი 2“) მონიტორინგის რეჟიმში მოქცევას ორგანიზაცია ფორმალურ ხასიათად აფასებს. TI აღნიშნავს, რომ კომისიამ შინაარსობრივი მონიტორინგი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა „იმედი“ და „პოსტვ“ რუსული დეზინფორმაციის მხარდაჭერისთვის დაასანქცირა.

კომუნიკაციების კომისია მაუწყებლებს მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევასა და ამბების პირადი დამოკიდებულებით გაშუქებას ედავება. 7 მოხსენებითი ბარათის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომისია ჯამში 93 განსხვავებული სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას კრძალავს (33 „ტვ პირველისთვის“, 68 „ფორმულასთვის“).

„რეჟიმი“, „სინდისის პატიმრები“, „ოლიგარქი“, „პოლიტიკური პატიმრები“, „რეპრესიული პოლიტიკა“;

„ცრუ მოწმე პოლიციელები“, „ქართული ოცნების პოლიცია“, „ოცნების სუსი“, „სასამართლო კლანი“;

„ივანიშვილის პრემიერი“, „ივანიშვილის პრეზიდენტი“, „ოცნების ხელისუფლება“;

„უკანონო პატიმრობა“, „რეპრესიული კანონები“, „ე.წ. განათლების რეფორმა“, „სქროლვა-სქრინვის სამმართველო“.

გარდა კონკრეტული ტერმინებისა, კომისია ჟურნალისტებისგან ამბების შეფასებისა და ანალიზისგან სრულად არაშეფასებით გაშუქებას მოითხოვს და დაუშვებლად მიიჩნევს გადაცემებში ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: არაფორმალურ დანაყოფებზე საუბარი, პოლიციის მხრიდან „აქტივისტებზე ნადირობა“, ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრიტიკა თუ მაღალჩინოსნების ვიზიტების შეფასება. კომისიის პოზიციით, ეს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევაა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
ოპოზიციური 8ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალური„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - „ქართულმა ოცნებამ“ 93 სიტყვა აკრძალა
  2. ნეტგაზეთიოპოზიციური“ოცნებამ” კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა” – TI საქართველო
  3. TV პირველიოპოზიციურიTI: "ქართულმა ოცნებამ" 93 სიტყვა აკრძალა
  4. ბათუმელებიოპოზიციური„ოცნებამ“ 93 სიტყვა აკრძალა, რის გამოც მედია ჯარიმდება – „გამჭვირვალობა“
  5. ტაბულაოპოზიციური"93 ფრაზა, რომლის გამოყენებაც კრიტიკულ ტელევიზიებს ქართულმა ოცნებამ აუკრძალა" – TI
  6. ალიაოპოზიციური93 ფრაზა, რომლის გამოყენებაც აკრძალა ქართულმა ოცნებამ – TI-საქართველო
  7. ტაბულაოპოზიციურიComcom: არ არსებობს ფრაზები და სიტყვები, რომლებიც ავკრძალეთ, არ გვაქვს არავითარი სია
  8. ფორმულაოპოზიციურიComcom: არ არსებობს ფრაზები და სიტყვები, რომლებიც კომუნიკაციების კომისიამ აკრძალა
  9. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„აკრძალული 93 ფრაზა“ - ComCom-ი „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ პასუხობს
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ივანიშვილის პრემიერი“ - ამ და სხვა ტერმინებისთვის „ფორმულა“ 10 ათასით დააჯარიმესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები