პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Comcom: არ არსებობს ფრაზები და სიტყვები, რომლებიც კომუნიკაციების კომისიამ აკრძალა

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოტვ პირველიქართული ოცნება

კომუნიკაციების კომისია ეხმაურება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებას და აცხადებს, რომ არანაირი სიტყვები და ფრაზები არ აუკრძალავს და არც სანქცირების სია აქვს. კომისიის თქმით, მათი მიზანი კანონის აღსრულება და მაღალი მედიასტანდარტის ჩამოყალიბებაა. თავის მხრივ, ორგანიზაცია აცხადებს, რომ კომისია კრიტიკულ მედიას აკრძალული ფრაზების გამო აჯარიმებს.

Comcom: არ არსებობს ფრაზები და სიტყვები, რომლებიც კომუნიკაციების კომისიამ აკრძალა
ფორმულა

კომუნიკაციების კომისია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განცხადებას ეხმაურება.

კომუნიკაციების კომისიის მტკიცებით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომუნიკაციების კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლებს ასანქცირებს. მათი თქმით, არ არსებობს ფრაზები და სიტყვები, რომლებიც კომუნიკაციების კომისიამ აკრძალა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ მასალაში საუბარია იმ საკანონმდებლო მოთხოვნებზე, რომლებსაც მაუწყებლები უნდა იცავდნენ. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მაუწყებლებს ეკრძალებათ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქება. იკრძალება მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. შესაბამისად, შეზღუდულია არა მხოლოდ მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა, არამედ - მაუწყებლის პოზიციის შესაბამისად, პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების და საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება.

აღნიშნული შინაარსობრივი რეგულირების საკითხებზე კომუნიკაციების კომისიამ არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართა მაუწყებლებთან, შეიმუშავა და გამოაქვეყნა შესაბამისი გზამკვლევი, რათა მაუწყებლებს კანონის აღსრულების ნაწილში დახმარებოდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კომუნიკაციების კომისიის მიზანი არ არის მაუწყებლების სანქცირება, კომისიის მიზანია მედიის მაღალი სტანდარტის ჩამოყალიბებით კანონის აღსრულება და საზოგადოების ინტერესების დაცვა.

შესაბამისად, კომუნიკაციების კომისია კანონის ეფექტიანი აღსრულების მიზნით განაგრძობს შესაბამის რეაგირებას", - ნათქვამია განცხადებაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განცხადებით, კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს ჯამში 101 სიტყვისა ან/და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს, აქედან 33-ს "ტელეკომპანია პირველს", 68-ს კი - "ფორმულას". გარკვეულ შემთხვევებში, ორი კრიტიკული მაუწყებლისთვის აკრძალული სიტყვებისა და ფრაზების ნაწილი ერთმანეთს კვეთს. ჯამში, კომისია 93 განსხვავებული სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას კრძალავს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კრიტიკული ტელევიზიებისთვის აკრძალულ სიტყვებსა და ფრაზებს შორისაა: "რეჟიმი", "სინდისის პატიმრები", "ოლიგარქი", "ცრუ მოწმე პოლიციელები", "პოლიტიკური პატიმრები", "პოლიტიკური ტყვეები", "რეპრესიული პოლიტიკა", "ივანიშვილის პრემიერი", "ე.წ. განათლების რეფორმა", "ქართული ოცნების პოლიცია", "უკანონო პატიმრობა", "სქროლვა-სქრინვის სამმართველო", "ოცნების ხელისუფლება", "რეპრესიული კანონები", "რეჟიმის სასამართლო", "ივანიშვილის პრეზიდენტი", "ოცნების სუსი", "სასამართლო კლანი" და ა.შ.

ორგანიზაციის განცხადებით, საერთო ჯამში, ბოლო 6 თვეში, კომისიამ ტელეკომპანია პირველსა და ფორმულას მოხსენებითი ბარათები უკვე 7-ჯერ (4-ჯერ ფორმულას, 3-ჯერ ტელეკომპანია პირველს) შეუდგინა და მათ საფუძველზე, ისინი პირველად ჯერ სიტყვიერად გააფრთხილა, შემდეგ - თითოეული ჯერ 2500 ლარით, მომდევნო ჯერზე კი - 5000 ლარით დააჯარიმა. უკვე 1 ოქტომბერს კი, ფორმულა დამატებით 10 000 ლარით დააჯარიმა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ აშკარაა კომუნიკაციების კომისა ამ გზით, ისედაც მძიმე ფინანსურ პირობებში მყოფი ტელევიზიების პარალიზებას ცდილობს. კომისიას მათთვის მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერების უფლებამოსილებაც აქვს, რაც განსაკუთრებით საგანგაშოა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
ოპოზიციური 8ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალური„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - „ქართულმა ოცნებამ“ 93 სიტყვა აკრძალა
  2. ნეტგაზეთიოპოზიციური“ოცნებამ” კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა” – TI საქართველო
  3. TV პირველიოპოზიციურიTI: "ქართულმა ოცნებამ" 93 სიტყვა აკრძალა
  4. ბათუმელებიოპოზიციური„ოცნებამ“ 93 სიტყვა აკრძალა, რის გამოც მედია ჯარიმდება – „გამჭვირვალობა“
  5. ტაბულაოპოზიციური"93 ფრაზა, რომლის გამოყენებაც კრიტიკულ ტელევიზიებს ქართულმა ოცნებამ აუკრძალა" – TI
  6. ფორმულაოპოზიციურიკომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის ცენზურასა და ფინანსურ პარალიზებას განაგრძობს
  7. ალიაოპოზიციური93 ფრაზა, რომლის გამოყენებაც აკრძალა ქართულმა ოცნებამ – TI-საქართველო
  8. ტაბულაოპოზიციურიComcom: არ არსებობს ფრაზები და სიტყვები, რომლებიც ავკრძალეთ, არ გვაქვს არავითარი სია
  9. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„აკრძალული 93 ფრაზა“ - ComCom-ი „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ პასუხობს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს კანონის შესაბამისად, მაუწყებლებს ეკრძალებათ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქება. იკრძალება მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. შესაბამისად, შეზღუდულია არა მხოლოდ მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა, არამედ - მაუწყებლის პოზიციის შესაბამისად, პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების და საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება. აღნიშნული შინაარსობრივი რეგულირების საკითხებზე კომუნიკაციების კომისიამ არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართა მაუწყებლებთან, შეიმუშავა და გამოაქვეყნა შესაბამისი გზამკვლევი, რათა მაუწყებლებს კანონის აღსრულების ნაწილში დახმარებოდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კომუნიკაციების კომისიის მიზანი არ არის მაუწყებლების სანქცირება, კომისიის მიზანია მედიის მაღალი სტანდარტის ჩამოყალიბებით კანონის აღსრულება და საზოგადოების ინტერესების დაცვა. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისია კანონის ეფექტიანი აღსრულების მიზნით განაგრძობს შესაბამის რეაგირებას“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ComCom-მა "ფორმულა" "მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის" 10 000 ლარით დააჯარიმაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები