ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ComCom: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

კომუნიკაციების კომისიამ ეხმაურება „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებას და აცხადებს, რომ ორგანიზაციას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. კომისიის თქმით, მას არ აქვს არავითარი სია და არ აკრძალავს კონკრეტულ ფრაზებსა და სიტყვებს, ხოლო რეგულაციები ეფუძნება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

ComCom: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს
ComCom: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საზოგადოება შეცდომაში შეჰყავსიმედინიუსი

კომუნიკაციების კომისია ეხმაურება „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელსაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომუნიკაციების კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს. არ არსებობს ფრაზები და სიტყვები, რომლებიც კომუნიკაციების კომისიამ აკრძალა, - აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ მასალაში საუბარია იმ საკანონმდებლო მოთხოვნებზე, რომლებსაც მაუწყებლები უნდა იცავდნენ.

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მაუწყებლებს ეკრძალებათ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქება. იკრძალება მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. შესაბამისად, შეზღუდულია არა მხოლოდ მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა, არამედ - მაუწყებლის პოზიციის შესაბამისად, პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების და საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება.

აღნიშნული შინაარსობრივი რეგულირების საკითხებზე კომუნიკაციების კომისიამ არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართა მაუწყებლებთან, შეიმუშავა და გამოაქვეყნა შესაბამისი გზამკვლევი, რათა მაუწყებლებს კანონის აღსრულების ნაწილში დახმარებოდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კომუნიკაციების კომისიის მიზანი არ არის მაუწყებლების სანქცირება, კომისიის მიზანია მედიის მაღალი სტანდარტის ჩამოყალიბებით კანონის აღსრულება და საზოგადოების ინტერესების დაცვა.

შესაბამისად, კომუნიკაციების კომისია კანონის ეფექტიანი აღსრულების მიზნით განაგრძობს შესაბამის რეაგირებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.