„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - „ქართულმა ოცნებამ“ 93 სიტყვა აკრძალა
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, კომუნიკაციების კომისიამ კრიტიკული მედიისთვის აკრძალულად 93 სიტყვა და ფრაზა გამოავლინა. ამ მიზეზით ტელეკომპანიები „ფორმულა“ და „პირველი“ დაჯარიმდნენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, "კომუნიკაციების კომისიის" მიერ მედიისთვის აკრძალულად 93 სიტყვა და ფრაზაა გამოვლენილი.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ შორისაა „ივანიშვილის პრემიერი“, „ოლიგარქი“, „სასამართლო კლანი“ და ასე შემდეგ.
მათივე ცნობით, საერთო ჯამში, ბოლო 6 თვეში კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს ტელეკომპანია „პირველსა“ და „ფორმულას“ ამ მიზეზით მოხსენებითი ბარათები უკვე 7 ჯერ შეუდგინა. სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ ჯარიმები 2500 და 5000 ლარს შეადგენდა ახლა კი 10 000 ლარამდე გაიზარდა.
„კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს. 1-ელ ოქტომბერს გამართულ სხდომაზე კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის უკვე მესამედ და ამჯერად 10 000 ლარით დააჯარიმა.
საერთო ჯამში ბოლო 6 თვეში კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს ტელეკომპანია „პირველსა“ და „ფორმულას“ ამ მიზეზით მოხსენებითი ბარათები უკვე 7 ჯერ შეუდგინა. სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ ჯარიმები 2500 და 5000 ლარს შეადგენდა ახლა კი 10 000 ლარამდე გაიზარდა.
რა სიტყვებს ედავება კომისია მედიას? სულ გამოვლენილია 93 აკრძალული სიტყვა და ფრაზა. მათ შორისაა: რეჟიმი, სინდისის პატიმრები, ოლიგარქი, ცრუ მოწმე პოლიციელები, პოლიტიკური პატიმრები, ივანიშვილის პრემიერი , უკანონო პატიმრობა, „ოცნების“ ხელისუფლება, რეპრესიული კანონები, სასამართლო კლანი.
აშკარაა, რომ კომისია ამ გზით ისედაც მძიმე ფინანსურ პირობებში მყოფი ტელევიზიების პარალიზებას და დასუსტებას ცდილობს. მას ასევე, აქვს უფლებამოსილება კრიტიკულ არხებს მაუწყებლობის ლიცენზიაც შეუჩეროს.
ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა დიდმა ბრიტანეთმა პროსამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზიები „იმედი“ და „პოს ტვ“ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შესახებ განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და რუსული დეზინფორმაციის მხარდაჭერისთვის დაასანქცირა.
მმართველი გუნდი თავად წყვეტს ვინ და რა ფორმით დასაჯოს, რათა კრიტიკული ხმა ჩაახშოს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატია“ოცნებამ” კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა” – TI საქართველო
TI: "ქართულმა ოცნებამ" 93 სიტყვა აკრძალა
„ოცნებამ“ 93 სიტყვა აკრძალა, რის გამოც მედია ჯარიმდება – „გამჭვირვალობა“
"93 ფრაზა, რომლის გამოყენებაც კრიტიკულ ტელევიზიებს ქართულმა ოცნებამ აუკრძალა" – TI
კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის ცენზურასა და ფინანსურ პარალიზებას განაგრძობს
93 ფრაზა, რომლის გამოყენებაც აკრძალა ქართულმა ოცნებამ – TI-საქართველო
Comcom: არ არსებობს ფრაზები და სიტყვები, რომლებიც ავკრძალეთ, არ გვაქვს არავითარი სია
Comcom: არ არსებობს ფრაზები და სიტყვები, რომლებიც კომუნიკაციების კომისიამ აკრძალა
„აკრძალული 93 ფრაზა“ - ComCom-ი „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ პასუხობს
ციტატები სტატიიდან
„კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს. 1-ელ ოქტომბერს გამართულ სხდომაზე კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის უკვე მესამედ და ამჯერად 10 000 ლარით დააჯარიმა. საერთო ჯამში ბოლო 6 თვეში კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს ტელეკომპანია „პირველსა“ და „ფორმულას“ ამ მიზეზით მოხსენებითი ბარათები უკვე 7 ჯერ შეუდგინა. სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ ჯარიმები 2500 და 5000 ლარს შეადგენდა ახლა კი 10 000 ლარამდე გაიზარდა. რა სიტყვებს ედავება კომისია მედიას? სულ გამოვლენილია 93 აკრძალული სიტყვა და ფრაზა. მათ შორისაა: რეჟიმი, სინდისის პატიმრები, ოლიგარქი, ცრუ მოწმე პოლიციელები, პოლიტიკური პატიმრები, ივანიშვილის პრემიერი , უკანონო პატიმრობა, „ოცნების“ ხელისუფლება, რეპრესიული კანონები, სასამართლო კლანი. აშკარაა, რომ კომისია ამ გზით ისედაც მძიმე ფინანსურ პირობებში მყოფი ტელევიზიების პარალიზებას და დასუსტებას ცდილობს. მას ასევე, აქვს უფლებამოსილება კრიტიკულ არხებს მაუწყებლობის ლიცენზიაც შეუჩეროს. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა დიდმა ბრიტანეთმა პროსამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზიები „იმედი“ და „პოს ტვ“ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შესახებ განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და რუსული დეზინფორმაციის მხარდაჭერისთვის დაასანქცირა. მმართველი გუნდი თავად წყვეტს ვინ და რა ფორმით დასაჯოს, რათა კრიტიკული ხმა ჩაახშოს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…