ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

„ივანიშვილის პრემიერი“ - ამ და სხვა ტერმინებისთვის „ფორმულა“ 10 ათასით დააჯარიმეს

ქართული ოცნებარუსთავი 2ტვ პირველი

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა სადავო ფრაზებისა და ტერმინების, როგორიცაა „ივანიშვილის პრემიერი“ და „ოცნების პარლამენტი“, გამოყენების გამო. კომისიის განცხადებით, ეს ფრაზები ასახავს მაუწყებლის პირად დამოკიდებულებას საჯარო პოლიტიკის საკითხების მიმართ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული ტელეარხი მსგავსი მიზეზით დაჯარიმდა.

„ივანიშვილის პრემიერი“ - ამ და სხვა ტერმინებისთვის „ფორმულა“ 10 ათასით დააჯარიმეს
„ივანიშვილის პრემიერი“ - ამ და სხვა ტერმინებისთვის „ფორმულა“ 10 ათასით დააჯარიმესრადიო თავისუფლება

„მაუწყებელი სადავო სიუჟეტებში სისტემატურად იყენებს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა, მაგალითად: „ოცნების პრემიერი“, „ქართული ოცნების სუსი“, „ოცნების პარლამენტი“, „ივანიშვილის პრემიერი“, „ოცნების ფინანსთა სამინისტრო“, „ქართული ოცნების პრეზიდენტი“, რაც სახელმწიფო ორგანოების/ინსტიტუციების საქმიანობის მიმართ მაუწყებლის მოსაზრებისა და პირადი დამოკიდებულების გამოხატვას წარმოადგენს“, - მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ქორიძემ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს, გოგა გულორდავას.

კომისიის თანამშრომლებმა შეისწავლეს 14-16 სექტემბრის საინფორმაციო გამოშვებები.

„სახეზეა, მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ მსგავსი მიზეზით დაასანქცირა:

17 ივლისს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია 5000 ლარით დააჯარიმეს. კომისიის მედიამონიტორინგის ფარგლებში გაირკვა, რომ ტელეარხის საინფორმაციო პროგრამებში ჟურნალისტები იყენებდნენ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა: „ოცნების ხელისუფლება“, „ქართული ოცნების პრეზიდენტი“, „ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი“, „რეპრესიული კანონები“ და ა.შ.

21 მაისს ტელევიზია 2500 ლარით დააჯარიმეს;

8 აპრილს კი გააფრთხილეს.

2025 წლის თებერვალში პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლითაც მაუწყებლების ეთერში გასულ მასალასთან დაკავშირებით ეთიკური დილემების განხილვა თვითრეგულირების ნაცვლად კომუნიკაციების კომისიას დაევალა. კანონი გასული წლის 1 აპრილს ამოქმედდა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო არაერთი კანონი, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეზღუდეს გამოხატვის თავისუფლება:

აიკრძალა ტელემაუწყებლებისთვის გრანტის მიღება;

სხვა მედიასაშუალებების ან არასამთავრობო ორგანიზაციების შემთხვევაში გრანტის მისაღებად აუცილებელი გახდა მთავრობის თანხმობა;

გამკაცრდა რეგულაცია აქციების გამართვაზე.

ამ რეგულაციის დარღვევისთვის დასანქცირდნენ სხვა ტელეარხებიც. მათ შორის: „რუსთავი 2“, „TV პირველი“, „პოსტვ“.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.