სერგეი ყანჩელის მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე გამოძიება დაიწყო
თბილისის პროკურატურამ სამოქალაქო აქტივისტ სერგეი ყანჩელის მიმართ პოლიციელების მხრიდან სავარაუდო ძალადობისა და წამების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აქტივისტის განცხადებით, პოლიციელებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს და ქვეყნის დატოვება აიძულეს.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
პროკურატურის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომლის შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.
სამოქალაქო აქტივისტი სერგეი ყანჩელი ამბობს, რომ პოლიციელებმა მასზე სასაფლაოზე იძალადეს, რის შემდეგაც ქვეყნის დატოვება მოუწია.
ყანჩელის თქმით, ახლა უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფება, თუმცა დამნაშავეების დასასჯელად ბრძოლას აპირებს და სარჩელი შეიტანა.
„წინასწარ ბოდიშს გიხდით, რომ ასე მიწევს თქვენთან დამშვიდობება, დროებით, მაგრამ მაინც. სულ ცოტა ხნის წინ ჩავფრინდი უსაფრთხო ქვეყანაში და ახლა უსაფრთხოდ ვარ. მომიწევს აგიხსნათ, რატომ და როგორ მივიღე ეს გადაწყვეტილება.
კვირას, 27 სექტემბერს, სარბენად გასული გამაჩერა პოლიციამ, ჯამში, 6 პირი იყვნენ. გადამიყვანეს სასაფლაოზე და ფიზიკურად გამისწორდნენ, დანით გამიკაწრეს სახე და იარაღით მემუქრებოდნენ, მადებდნენ თავზე, მკერდზე და სხვა სხეულის ნაწილებზე. მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას. ეს წამება გრძელდებოდა დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც პოლიციამ დატოვა თავისი დანაშაულის ადგილი“, — წერს ყანჩელი სოციალურ ქსელში.
ყანჩელის თქმით, პოლიციელების თითოეული ეს ქმედება მიმართული იყო მისი სამოქალაქო პოზიციისკენ, რადგან ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე, სქესობრივი იძულების კვალდაკვალ იხსენიებდნენ „აკაცუკად“ და აბუჩად იგდებდნენ მის სამოქალაქო პოზიციას.
„ბევრმა იცით, რამდენად რთული იყო ჩემთვის იმის გააზრება, რომ ოდესმე საქართველოს დატოვება მომიწევდა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა პოლიციურმა რეჟიმმა მოახერხა ჩემთვის ამ ჯოჯოხეთის შექმნა. რადგან ჩემგან სამშობლოს დატოვება არაფერს ნიშნავს იმ პოლიციელებისთვის, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, საჩივარი შევიტანე ამ არაადამიანების წინააღმდეგ, რომ მათი პოვნა და გასამართლება მოხდეს. ყველამ უნდა იცოდეს მაგათი ვინაობა და ჩადენილი დანაშაული“, — წერს ყანჩელი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატიასაქართველოს პროკურატურა: სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო
პროკურატურამ სერგეი ყანჩელზე შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
POG: სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურა: სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო
გამოიკითხნენ თუ არა სავარაუდო ძალადობაში მხილებული პოლიციელები - განყოფილებაში "პირველების" კითხვას არ პასუხობენ
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის საქმეზე გამოძიება დაიწყო
სავარაუდო ძალადობა პოლიციელების მხრიდან - "პირველების" ინფორმაციით, სერგი ყანჩელს პროკურატურა ხვალ გამოკითხავს
სავარაუდო ძალადობა პოლიციელების მხრიდან - სერგეი ყანჩელი ჩვენების მისაცემად ემზადება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…