ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

POG: სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს პროკურატურამ შსს-ს თანამშრომლების მიერ აქტივისტ სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

POG: სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
POG: სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყოტაბულა

პროკურატურის ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომლების მიერ სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით დაიწყო.

"თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომლის შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას." - წერს პროკურატურა.

ცნობისთვის, აქტივისტი სერგეი ყანჩელი პოლიციას ფიზიკურ ძალადობაში, იარაღით მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს.

როგორც ყანჩელი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, შემთხვევა 27 სექტემბერს მოხდა. მისი თქმით, გააჩერა 6 პოლიციელმა და სასაფლაოზე წაიყვანეს, სადაც "ეს წამება გრძელდებოდა დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში".

აქტივისტი პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 7
  1. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პროკურატურა: სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო
  2. TV პირველიოპოზიციურიპროკურატურამ სერგეი ყანჩელზე შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიპროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
  4. ნეტგაზეთიოპოზიციურისერგეი ყანჩელის მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე გამოძიება დაიწყო
  5. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურა: სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო
  6. TV პირველიოპოზიციურიგამოიკითხნენ თუ არა სავარაუდო ძალადობაში მხილებული პოლიციელები - განყოფილებაში "პირველების" კითხვას არ პასუხობენ
  7. ფორმულაოპოზიციურიპროკურატურამ სერგეი ყანჩელის საქმეზე გამოძიება დაიწყო
  8. TV პირველიოპოზიციურისავარაუდო ძალადობა პოლიციელების მხრიდან - "პირველების" ინფორმაციით, სერგი ყანჩელს პროკურატურა ხვალ გამოკითხავს
  9. TV პირველიოპოზიციურისავარაუდო ძალადობა პოლიციელების მხრიდან - სერგეი ყანჩელი ჩვენების მისაცემად ემზადება
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
აქტივისტი პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები