გამოიკითხნენ თუ არა სავარაუდო ძალადობაში მხილებული პოლიციელები - განყოფილებაში "პირველების" კითხვას არ პასუხობენ
პროკურატურამ სამოქალაქო აქტივისტ სერგეი ყანჩელზე შესაძლო ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. „პირველების“ გადამღები ჯგუფი იმ განყოფილებაში მივიდა, რომლის თანამშრომლებსაც აქტივისტი ადანაშაულებს, თუმცა პოლიციელებმა კითხვებს არ უპასუხეს.

გამოიკითხნენ თუ არა სავარაუდო ძალადობაში მხილებული პოლიციელები - “პირველები“ იმ განყოფილებაში მივიდა, რომლის თანამშრომლებსაც სამოქალაქო აქტივისტი, სერგეი ყანჩელი ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
ჟურნალისტი ცდილობდა, გაერკვია იყვნენ თუ არა ადგილზე საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები და დაიწყეს თუ არა საგამოძიებო მოქმედებები
გადამღები ჯგუფის გამოჩენისთანავე, პოლიციელებმა კარის ჩაკეტვა სცადეს და არცერთ კითხვას არ უპასუხეს.
„გარეთ დაგველოდეთ“, - მხოლოდ ამ სიტყვებს იმეორებდნენ სამართალდამცველები.
სამოქალაქო აქტივისტი, სერგი ყანჩელი მასზე სავარაუდო ძალადობაზე საუბრობს. აქტივისტის განცხადებით, 27 სექტემბერს, სარბენად გასული, ექვსმა პოლიციელმა გააჩერა, სასაფლაოზე გადაიყვანა და დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა, იარაღით ემუქრებოდა და სექსუალურ ძალადობას აიძულებდა. ყანჩაველის თქმით, მომხდარის შემდეგ მან საქართველო დატოვა და ამჟამად უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფება.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ სერგეი ყანჩელზე შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე , დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატიასაქართველოს პროკურატურა: სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო
პროკურატურამ სერგეი ყანჩელზე შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სერგეი ყანჩელის მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე გამოძიება დაიწყო
POG: სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურა: სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის საქმეზე გამოძიება დაიწყო
სავარაუდო ძალადობა პოლიციელების მხრიდან - "პირველების" ინფორმაციით, სერგი ყანჩელს პროკურატურა ხვალ გამოკითხავს
სავარაუდო ძალადობა პოლიციელების მხრიდან - სერგეი ყანჩელი ჩვენების მისაცემად ემზადება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…