ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროტვ პირველი

პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ყანჩელი პოლიციელებს წამებაში, არაადამიანურ მოპყრობასა და მუქარაში ადანაშაულებს.

პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყორადიო თავისუფლება

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით დაიწყო (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).

„სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომლის შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროევროპული აქციების ერთ-ერთი მონაწილე, 23 წლის სერგეი ყანჩელი, პოლიციელებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მომხდარის გამო საქართველოს დატოვება მოუწია და ამჟამად იმყოფება უსაფრთხო ქვეყანაში, რომლის დასახელებისგანაც თავს იკავებს.

ყანჩელის განცხადებით, შემთხვევა მოხდა 27 სექტემბერს, როდესაც სარბენად იყო გასული. მისი მონათხრობის მიხედვით, პოლიციელებმა კუკიის სასაფლაოზე წაიყვანეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, დანით სახე გაუკაწრეს, იარაღით დაემუქრნენ და სქესობრივ კავშირს აიძულებდნენ.

„წამება გრძელდებოდა დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში“, - დაწერა მან 7 ოქტომბერს ფეისბუკზე.

მოგვიანებით, „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ყანჩელმა თქვა, რომ თავდაპირველად სამმა ადამიანმა გააჩერა, შემდეგ კი მათ კიდევ სამი შეუერთდა. მისი თქმით, პოლიციელების გაღიზიანება გამოიწვია მისმა უარმა, გაეხსნა პირადი ტელეფონი.

ყანჩელი მომხდარს საკუთარ სამოქალაქო პოზიციას უკავშირებს. მისი თქმით, პოლიციელები დასცინოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულების გამო.

ყანჩელი აცხადებდა, რომ პოლიციელების წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა პროკურატურაში.

პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე 7 სექტემბერს ისაუბრა მომღერალმა მიშო სულუხიამაც.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 7
  1. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პროკურატურა: სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო
  2. TV პირველიოპოზიციურიპროკურატურამ სერგეი ყანჩელზე შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურისერგეი ყანჩელის მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე გამოძიება დაიწყო
  4. ტაბულაოპოზიციურიPOG: სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
  5. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურა: სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო
  6. TV პირველიოპოზიციურიგამოიკითხნენ თუ არა სავარაუდო ძალადობაში მხილებული პოლიციელები - განყოფილებაში "პირველების" კითხვას არ პასუხობენ
  7. ფორმულაოპოზიციურიპროკურატურამ სერგეი ყანჩელის საქმეზე გამოძიება დაიწყო
  8. TV პირველიოპოზიციურისავარაუდო ძალადობა პოლიციელების მხრიდან - "პირველების" ინფორმაციით, სერგი ყანჩელს პროკურატურა ხვალ გამოკითხავს
  9. TV პირველიოპოზიციურისავარაუდო ძალადობა პოლიციელების მხრიდან - სერგეი ყანჩელი ჩვენების მისაცემად ემზადება
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომლის შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სერგი ყანჩელი პოლიციელებს წამებასა და მუქარაში ადანაშაულებს — აქტივისტმა ქვეყანა დატოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები