მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ჟოაო ბრედას შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ჟოაო ბრედას შეხვდა. მხარეებმა პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების, სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ჟოაო ბრედას შეხვდა.
შეხვედრაზე მიხეილ სარჯველაძემ პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, განსაკუთრებით რეგიონებსა და სოფლებში, სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პირველადი ჯანდაცვის სერვისების ტერიტორიული დაფარვის გაფართოებაზე, მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს მიწოდებასა და ამ მიმართულებით არსებული საჭიროებების გათვალისწინებაზე.
მხარეებმა ასევე განიხილეს პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროცესში საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გამოყენების შესაძლებლობები და ამ მიმართულებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…