ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ სარჯველაძე WHO-ს ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის ფარგლებში გამართულ გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის 95%-ზე მეტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობს. მან WHO-ს რეგიონულ სესიაზე ხაზი გაუსვა მედიკამენტების ფასების რეგულირებასა და C ჰეპატიტის ელიმინაციას.

მიხეილ სარჯველაძე WHO-ს ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის ფარგლებში გამართულ გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა
მიხეილ სარჯველაძე WHO-ს ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის ფარგლებში გამართულ გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდაიმედინიუსი

ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის ფარგლებში გამართულ გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა.

მიხეილ სარჯველაძემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ ჯანდაცვის სისტემის მასშტაბური რეფორმები განახორციელა, რამაც მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყო.

მინისტრის განცხადებით, დღეს საქართველოს მოსახლეობის 95%-ზე მეტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობს. ამასთან, გაფართოვდა აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მოცულობა, განხორციელდა მედიკამენტებზე ფასების რეგულირების რეფორმა და გაიზარდა ინოვაციური მედიკამენტების ხელმისაწვდომობა.

მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარების ძირითად პრიორიტეტებად პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება, არაგადამდები დაავადებების პრევენცია და მართვა, ციფრული ჯანდაცვის განვითარება და გადამდები დაავადებების აღმოფხვრის მიმართულებით მუშაობის გაგრძელება დაასახელა. ამასთან, ყურადღება გაამახვილა C ჰეპატიტის ელიმინაციისა და აივ ინფექციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებასა და მიღწეულ პროგრესზე.

სესიის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძემ მონაწილეობა მიიღო პირველადი ჯანდაცვის საკითხებზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში, სადაც საქართველოს გამოცდილებასა და ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.

შეხვედრებს მინისტრთან ერთად ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი სასანია და საქართველოს ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდ
  2. შენი ექიმინეიტრალურიმიხეილ სარჯველაძემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ ჯანდაცვის სისტემის მასშტაბური რეფორმები განახორციელა, რამაც მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყო
  3. პირველი არხისამთავრობომიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის ფარგლებში, გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
"მოხარული ვიქნებით, გავაგრძელოთ საქართველოსთან თანამშრომლობა და საერთაშორისო დონეზე წარმოვაჩინოთ ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანა აღწევს" - მიხეილ სარჯველაძე ჯანმოს გენერალური დირექტორობის კანდიდატს ჰანს კლუგეს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები