ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელს ჟოაო ბრედას შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოში ჟოაო ბრედას შეხვდა. შეხვედრაზე პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენება განიხილეს.

მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელს ჟოაო ბრედას შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელს ჟოაო ბრედას შეხვდარუსთავი 2

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოში ჟოაო ბრედას შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, განსაკუთრებით რეგიონებსა და სოფლებში, სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პირველადი ჯანდაცვის სერვისების ტერიტორიული დაფარვის გაფართოებაზე, მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს მიწოდებასა და ამ მიმართულებით არსებული საჭიროებების გათვალისწინებაზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროცესში საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გამოყენების შესაძლებლობები და ამ მიმართულებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
მიხეილ სარჯველაძემ პირველადი ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა​წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები