მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის ფარგლებში, გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა
ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის 95%-ზე მეტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობს. ამის შესახებ მან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიაზე გამოსვლისას ისაუბრა.

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის ფარგლებში გამართულ გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა.
მიხეილ სარჯველაძემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ ჯანდაცვის სისტემის მასშტაბური რეფორმები განახორციელა, რამაც მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყო.
მინისტრის განცხადებით, დღეს საქართველოს მოსახლეობის 95%-ზე მეტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობს. ამასთან, გაფართოვდა აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მოცულობა, განხორციელდა მედიკამენტებზე ფასების რეგულირების რეფორმა და გაიზარდა ინოვაციური მედიკამენტების ხელმისაწვდომობა.
მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარების ძირითად პრიორიტეტებად პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება, არაგადამდები დაავადებების პრევენცია და მართვა, ციფრული ჯანდაცვის განვითარება და გადამდები დაავადებების აღმოფხვრის მიმართულებით მუშაობის გაგრძელება დაასახელა. ამასთან, ყურადღება გაამახვილა C ჰეპატიტის ელიმინაციისა და აივ ინფექციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებასა და მიღწეულ პროგრესზე.
სესიის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძემ მონაწილეობა მიიღო პირველადი ჯანდაცვის საკითხებზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში, სადაც საქართველოს გამოცდილებასა და ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.
შეხვედრებს მინისტრთან ერთად ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი სასანია და საქართველოს ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდ
მიხეილ სარჯველაძე WHO-ს ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის ფარგლებში გამართულ გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა
მიხეილ სარჯველაძემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ ჯანდაცვის სისტემის მასშტაბური რეფორმები განახორციელა, რამაც მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყო
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…