პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

„მეგობრებო, თქვენ არ ინერვიულოთ, მე არ ვნერვიულობ“- თორნიკე რაზმაძე

ჟურნალისტი თორნიკე რაზმაძე მის წინააღმდეგ აგორებულ ცილისმწამებლურ კამპანიას ეხმაურება და აცხადებს, რომ პროპაგანდამ ფიასკო განიცადა და საზოგადოება გააერთიანა.

„მეგობრებო, თქვენ არ ინერვიულოთ, მე არ ვნერვიულობ“- თორნიკე რაზმაძე
ალია

ჟურნალისტი თორნიკე რაზმაძე, რომელსაც ბოლო დღეებია, ცილისმწამებლური კამპანია აუგორეს, სოციალურ ქსელში წერს:

„მეგობრებო, თქვენ არ ინერვიულოთ, მე არ ვნერვიულობ. აგერ გვერდით შვილი მიწევს, საბედნიეროდ ჯერ 5 თვისაა და ვერაფერი გაიგო, არც ეს ნერვიულობს… მაგრამ გარწმუნებთ, დაბეჯითებით გარწმუნებთ, რომ აი ზუსტად ამ წუთას ბევრი მოღალატე ქართველი ნერვიულობს: ვაიდა მე არ გადავყვე პროპაგანდის ამ მორიგ ფიასკოსო. ფიასკო მოუვიდათ, რადგან ამ ყველაფერმა ისევ გაგვაერთიანა, შენიშნეთ ეს?

ყველას დიდ მადლობას გიხდით თანადგომისთვის, ვცდილობ ცალცალკე დავეწიო ყველა პოსტს, სადაც დათაგული ვარ და წინასწარ ბოდიშს გიხდით თუ ვერ შევძელი. ასეთი ერთიანი ჩემი ქვეყანა იმდენი ხანია არ მინახავს, მრცხვენია კიდეც და მეხამუშება.

ამ ერთიანობამ 2 წლის წინანდელი მუხტი მომაგონა, რომელიც ყველამ ერთად შევქმენით. მეფისტოფელთან გარიგება არასდროს დამიდევს, თორემ შეიძლებოდა ფაუსტივით შემეძახა: შეჩერდი წამო, რა მშვენიერი ხარ!

ჩვენ ისევ აქ ვართ, ხომ ხედავთ? დაუჯერეთ საკუთარ თავებს და ირწმუნეთ საკუთარი ძალის. დაიჯერეთ, რომ არ არის სულერთი 1 ადამიანის ხმა არც საარჩევნო ყუთთან და არც ქუჩაში. მე ამის მწამს და ამიტომ ისმის ჩემი ხმა ასე ხმამაღლა.

ბრძოლაში არის თავისუფლება.

მიყვარხართ“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თორნიკე რაზმაძე - ჩემს ტელეფონის ნომერს აქვეყნებენ სხვადასხვა ჯგუფში, თითქოს ნარკოტიკებს ვყიდი - ჩემზე შეტევამ მიიღო სისხლის სამართლის დანაშაულის ფორმა, მხოლოდ პროპაგანდა აღარაა ესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები