პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდ

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის 95%-ზე მეტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობს. ამის შესახებ მან ჯანმოს ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიაზე გამოსვლისას ისაუბრა.

ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდ
რუსთავი 2

ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის ფარგლებში გამართულ გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა.

მიხეილ სარჯველაძემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ ჯანდაცვის სისტემის მასშტაბური რეფორმები განახორციელა, რამაც მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყო.

მინისტრის განცხადებით, დღეს საქართველოს მოსახლეობის 95%-ზე მეტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობს. ამასთან, გაფართოვდა აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მოცულობა, განხორციელდა მედიკამენტებზე ფასების რეგულირების რეფორმა და გაიზარდა ინოვაციური მედიკამენტების ხელმისაწვდომობა.

მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარების ძირითად პრიორიტეტებად პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება, არაგადამდები დაავადებების პრევენცია და მართვა, ციფრული ჯანდაცვის განვითარება და გადამდები დაავადებების აღმოფხვრის მიმართულებით მუშაობის გაგრძელება დაასახელა. ამასთან, ყურადღება გაამახვილა C ჰეპატიტის ელიმინაციისა და აივ ინფექციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებასა და მიღწეულ პროგრესზე.

სესიის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძემ მონაწილეობა მიიღო პირველადი ჯანდაცვის საკითხებზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში, სადაც საქართველოს გამოცდილებასა და ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.

შეხვედრებში მინისტრთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი სასანია და დანიის სამეფოში საქართველოს ელჩი ნატა მენაბდე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობომიხეილ სარჯველაძე WHO-ს ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის ფარგლებში გამართულ გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა
  2. შენი ექიმინეიტრალურიმიხეილ სარჯველაძემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ ჯანდაცვის სისტემის მასშტაბური რეფორმები განახორციელა, რამაც მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყო
  3. პირველი არხისამთავრობომიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის ფარგლებში, გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საქართველო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანაა - მიხეილ სარჯველაძე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები