პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოში ჟოაო ბრედას შეხვდა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოში ჟოაო ბრედას შეხვდა
იმედინიუსი

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოში ჟოაო ბრედას შეხვდა.

შეხვედრაზე მიხეილ სარჯველაძემ პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, განსაკუთრებით რეგიონებსა და სოფლებში, სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პირველადი ჯანდაცვის სერვისების ტერიტორიული დაფარვის გაფართოებაზე, მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს მიწოდებასა და ამ მიმართულებით არსებული საჭიროებების გათვალისწინებაზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროცესში საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გამოყენების შესაძლებლობები და ამ მიმართულებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობომიხეილ სარჯველაძე საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელს ჟოაო ბრედას შეხვდა
  2. პირველი არხისამთავრობომიხეილ სარჯველაძე საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ჟოაო ბრედას შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები