პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად ტრეფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით, საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა

საქართველოს პროკურატურა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში უკვე მე-11 წელია უწყვეტად ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში. ანგარიშში დადებითადაა შეფასებული პრევენციის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის პროკურატურის ეფექტიანი საქმიანობა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად ტრეფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით, საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა
იმედინიუსი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2026 წლის 8 ოქტომბრის ანგარიშის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით, საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით, უკვე მე-11 წელია უწყვეტად ინარჩუნებს ადგილს უმაღლეს საფეხურზე - „პირველ კალათაში“. 188 ქვეყნიდან მხოლოდ 33 ქვეყანაა პირველ კალათაში.

საქართველო თანმიმდევრული, კოორდინირებული და ეფექტიანი ღონისძიებების გატარებით, ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით, ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს ქმნის. სახელმწიფო მნიშვნელოვან ძალისხმევას სწევს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს სტაბილურად უმაღლეს შეფასებას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებული ძალისხმევა, როგორც დანაშაულის პრევენციის, ასევე, დამნაშავეთა გამოვლენის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების, აგრეთვე მსხვერპლთა დაცვისა და კომპენსაციის მიმართულებით.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროკურატურის მიერ სექსუალური ექსპლუატაციის შემთხვევებზე სისხლისსამართლებრივი დევნის ეფექტიან განხორციელებას, დამნაშავე პირთა მიმართ მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებასა და ტრეფიკინგის დაზარალებულის სისხლისსამართლებრივი წესით რესტიტუციას.

დადებითად შეფასდა ტრეფიკინგის სისხლის სამართლის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილება, ასევე პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სავალდებულო წესით ჩართულობა და პროკურორთა კვალიფიკაციის უწყვეტი ამაღლების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები.

2026 წელს, საქართველოს პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, HELP პროგრამის სასწავლო კურსი - „ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა“ განხორციელდა და 17 პროკურორი და პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი წარმატებით გადამზადდა. საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტია პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის განგრძობადი ამაღლება და ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკაში იმპლემენტაცია.

2016-2026 წლებში, პროკურორის გადაწყვეტილებით სისხლისსამართლებრივი დევნა სულ 94 ტრეფიკიორის მიმართ დაიწყო. ამათგან, სრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143¹ მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო - 36 პირის მიმართ, არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტებზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143² მუხლით - 57 პირის მიმართ, ხოლო სრულწლოვნისა და არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტებზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143¹ და 143² მუხლებით - 1 პირის მიმართ.

საქართველოს პროკურატურა, ტრეფიკინგის დანაშაულებზე, მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას აგრძელებს.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

12 სტატია
სამთავრობო 11ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოშსს: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს და ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში
  2. პირველი არხისამთავრობოშსს – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს და ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში
  3. პირველი არხისამთავრობოიუსტიციის სამინისტრო – საქართველო ერთადერთია რეგიონში და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს
  4. იმედინიუსისამთავრობოაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს და ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში
  5. რუსთავი 2სამთავრობოიუსტიციის სამინისტრო: საქართველო ერთადერთია რეგიონში და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს
  6. რუსთავი 2სამთავრობოტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წელსაც უმაღლეს შეფასებას იღებს
  7. იმედინიუსისამთავრობოიუსტიციის სამინისტრო: საქართველო ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს
  8. რუსთავი 2სამთავრობოალექსანდრე დარახველიძე: საქართველო უკვე მე-11 წელია პირველ კალათაში იკავებს ადგილს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით
  9. ნეტგაზეთიოპოზიციურისახ. დეპის ანგარიში ტრეფიკინგთან ბრძოლაზე – საქართველო პირველ კალათაში რჩება
  10. რუსთავი 2სამთავრობოგანსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროკურატურის მიერ სექსუალური ექსპლუატაციის შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი დევნის ეფექტიან განხორციელებას - ამირან გულუაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე
  11. იმედინიუსისამთავრობოსაქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით უმაღლეს საერთაშორისო შეფასებას ინარჩუნებს - ვაშინგტონის დოკუმენტის დეტალური შეფასება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
  12. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველო უკვე მე-11 წელია ტრეფიკინგთან ბრძოლაში პირველ კალათაშია - სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი წლიური ანგარიში
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბექა ძამაშვილი ტრეფიკინგის შესახებ ანგარიშზე: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნახევარმა ვერ შეძლო ამ სტანდარტის დაკმაყოფილება და საქართველო უკვე მეთერთმეტე წელია თანმიმდევრულად აჩვენებს მაღალ შედეგსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები