პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იუსტიციის სამინისტრო – საქართველო ერთადერთია რეგიონში და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს

იუსტიციის სამინისტრო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, საქართველო მე-11 წელია ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით პირველ კალათაში ინარჩუნებს ადგილს. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ქვეყანა ერთადერთია რეგიონსა და ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც უმაღლეს ნიშნულს იკავებს.

იუსტიციის სამინისტრო – საქართველო ერთადერთია რეგიონში და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს
პირველი არხი

2026 წლის 8 ოქტომბერს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 26-ე ყოველწლიური ანგარიში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თაობაზე, რომლის თანახმად ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით 184- ქვეყანას შორის უკვე მე-11 წელია ინარჩუნებს ადგილს ე.წ. პირველ კალათაში, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, წელს შეფასების უმაღლეს შკალაში მხოლოდ 33-მა ქვეყანამ დაიკავა ადგილი.

„საქართველო ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან უმაღლეს პირველ კალათაში ვერ მოხვდა 13 ქვეყანა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველომ განაგრძო მნიშვნელოვანი და მდგრადი ძალისხმევა დანაშაულის წინააღმდეგ, რამაც ქვეყნის უმაღლესი შეფასება განაპირობა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის პროაქტიული გამოვლენისა და გამოძიების, მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მექანიზმების, მათ შორის, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიმართულებით გადადგმული ეფექტიანი ნაბიჯები.

საქართველო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც, ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და ქმნის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს.

საქართველოს მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოწინავე პოზიციის დაკავება და საანგარიშო პერიოდში მიღწეული პროგრესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგია.

საბჭოს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედის ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების, სახალხო დამცველის აპარატისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები“,- აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

12 სტატია
სამთავრობო 11ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოშსს: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს და ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში
  2. პირველი არხისამთავრობოშსს – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს და ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში
  3. იმედინიუსისამთავრობოაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს და ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში
  4. რუსთავი 2სამთავრობოიუსტიციის სამინისტრო: საქართველო ერთადერთია რეგიონში და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს
  5. იმედინიუსისამთავრობოამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად ტრეფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით, საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა
  6. რუსთავი 2სამთავრობოტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წელსაც უმაღლეს შეფასებას იღებს
  7. იმედინიუსისამთავრობოიუსტიციის სამინისტრო: საქართველო ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს
  8. რუსთავი 2სამთავრობოალექსანდრე დარახველიძე: საქართველო უკვე მე-11 წელია პირველ კალათაში იკავებს ადგილს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით
  9. ნეტგაზეთიოპოზიციურისახ. დეპის ანგარიში ტრეფიკინგთან ბრძოლაზე – საქართველო პირველ კალათაში რჩება
  10. რუსთავი 2სამთავრობოგანსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროკურატურის მიერ სექსუალური ექსპლუატაციის შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი დევნის ეფექტიან განხორციელებას - ამირან გულუაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე
  11. იმედინიუსისამთავრობოსაქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით უმაღლეს საერთაშორისო შეფასებას ინარჩუნებს - ვაშინგტონის დოკუმენტის დეტალური შეფასება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
  12. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველო უკვე მე-11 წელია ტრეფიკინგთან ბრძოლაში პირველ კალათაშია - სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი წლიური ანგარიში
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველო ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან უმაღლეს პირველ კალათაში ვერ მოხვდა 13 ქვეყანა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველომ განაგრძო მნიშვნელოვანი და მდგრადი ძალისხმევა დანაშაულის წინააღმდეგ, რამაც ქვეყნის უმაღლესი შეფასება განაპირობა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის პროაქტიული გამოვლენისა და გამოძიების, მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მექანიზმების, მათ შორის, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიმართულებით გადადგმული ეფექტიანი ნაბიჯები. საქართველო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც, ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და ქმნის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს. საქართველოს მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოწინავე პოზიციის დაკავება და საანგარიშო პერიოდში მიღწეული პროგრესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგია. საბჭოს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედის ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების, სახალხო დამცველის აპარატისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბექა ძამაშვილი ტრეფიკინგის შესახებ ანგარიშზე: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნახევარმა ვერ შეძლო ამ სტანდარტის დაკმაყოფილება და საქართველო მეთერთმეტე წელია თანმიმდევრულად აჩვენებს მაღალ შედეგსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები