პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სახ. დეპის ანგარიში ტრეფიკინგთან ბრძოლაზე – საქართველო პირველ კალათაში რჩება

იუსტიციის სამინისტრო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით პირველ კალათაში რჩება. ანგარიშში აღნიშნულია მთავრობის ძალისხმევა, თუმცა საუბარია სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის ნაკლებობასა და მსხვერპლთა იდენტიფიცირების გამოწვევებზე.

სახ. დეპის ანგარიში ტრეფიკინგთან ბრძოლაზე – საქართველო პირველ კალათაში რჩება
ნეტგაზეთი

2026 წლის 8 ოქტომბერს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 26-ე ყოველწლიური ანგარიში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თაობაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო პირველი რანგის ქვეყნებს შორისაა აშშ-ისა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება სრულად აკმაყოფილებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს და რომ საანგარიშო პერიოდში მთავრობამ „აჩვენა სერიოზული და მდგრადი ძალისხმევა, რის გამოც საქართველო პირველ კალათაში დარჩა“.

ამ ძალისხმევის ნაწილად ანგარიშში მოხსენიებულია მობილური ჯგუფებისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მაღალი რისკის ბიზნესების პროაქტიული შემოწმება ტრეფიკინგის ნიშნებზე და სექსუალური ტრეფიკინგისთვის მსჯავრდებულთა გამოვლენას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მთავრობამ გაზარდა მსხვერპლთა მომსახურების დაფინანსება, გააფართოვა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი ტრეფიკინგის მსხვერპლთა განსათავსებლად, ხოლო სასამართლომ მსხვერპლს პირველად დააკისრა კომპენსაცია (რესტიტუცია).

ანგარიშში ასევე საუბარია, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის ნაკლებობაზე:

„მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს, მან ნაკლებ პირს წაუყენა ბრალი და გაასამართლა (ადამიანით მოვაჭრეები). მთავრობამ გამოავლინა ნაკლები მსხვერპლი, ხოლო სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს (ASC) მიერ მართული თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების პერსონალს აკლდა სპეციალიზებული ტრენინგი ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის. მთავრობის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის ნაკლებობამ შეაფერხა ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა. მთავრობას აკლდა ძალისხმევა იძულებითი სუროგაციის მოსაგვარებლად, მათ შორის იდენტიფიცირებისა და მსხვერპლთა დაცვის კუთხით“.

ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს პოლიციამ გამოიძია 15 საქმე (შვიდი სექსუალური ტრეფიკინგის, შვიდი შრომითი ტრეფიკინგის და ერთიც ტრეფიკინგის დაუდგენელი ფორმის საქმე), 2024 წელს ეს მაჩვენებელი 9 საქმეს შეადგენდა. გარდა ამისა, სისხლისსმართლებრივი დევნა დაიწყო 5 სავარაუდო დამნაშავის მიმართ, ორზე კი წინა წლებში დაწყებული დევნა გაგრძელდა. ანგარიშში ასევე წერია, რომ 2025 წელს მოხდა 6 მსხვერპლი ოფიციალურად იდენტიფიცირება, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 18 იყო.

ანგარიშში წერია, რომ დამკვირვებელთა შეფასებით, მთავრობის ძალისხმევა მსხვერპლთა იდენტიფიცირების მიმართულებით, განსაკუთრებით სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლთა შემთხვევაში, მთლიანობაში არაეფექტიანი იყო.

რაც შეეხება პრევენციას, ანგარიშში წერია, რომ მთავრობამ შეინარჩუნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი და განახორციელა 2025–2026 წლების სამოქმედო გეგმა (NAP). დოკუმენტის მიხედვით, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საბჭო ორჯერ შეიკრიბა.

„თუმცა, დამკვირვებელთა განცხადებით, პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობა არ ხორციელდებოდა“, – წერია ანგარიშში.

ანგარიშში მოხვდა შრომითი მიგრაციის კანონში ცვლილებებიც, რომელიც უცხოელებისთვის სავალდებულო სამუშაო ნებართვებს აწესებს და ზრდის ჯარიმებს სამუშაო ნებართვის გარეშე უცხოელთა დასაქმებისთვის.

რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს, უწყებამ განაცხადა, რომ საქართველო ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს.

„საქართველო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც, ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და ქმნის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს“, – წერია განცხადებაში.

უწყება ამბობს, რომ საქართველოს მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოწინავე პოზიციის დაკავება და საანგარიშო პერიოდში მიღწეული პროგრესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგია.

ამ საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედის ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების, სახალხო დამცველის აპარატისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

12 სტატია
სამთავრობო 12
  1. რუსთავი 2სამთავრობოშსს: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს და ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში
  2. პირველი არხისამთავრობოშსს – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს და ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში
  3. პირველი არხისამთავრობოიუსტიციის სამინისტრო – საქართველო ერთადერთია რეგიონში და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს
  4. იმედინიუსისამთავრობოაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს და ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში
  5. რუსთავი 2სამთავრობოიუსტიციის სამინისტრო: საქართველო ერთადერთია რეგიონში და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს
  6. იმედინიუსისამთავრობოამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად ტრეფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით, საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა
  7. რუსთავი 2სამთავრობოტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წელსაც უმაღლეს შეფასებას იღებს
  8. იმედინიუსისამთავრობოიუსტიციის სამინისტრო: საქართველო ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს
  9. რუსთავი 2სამთავრობოალექსანდრე დარახველიძე: საქართველო უკვე მე-11 წელია პირველ კალათაში იკავებს ადგილს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით
  10. რუსთავი 2სამთავრობოგანსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროკურატურის მიერ სექსუალური ექსპლუატაციის შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი დევნის ეფექტიან განხორციელებას - ამირან გულუაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე
  11. იმედინიუსისამთავრობოსაქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით უმაღლეს საერთაშორისო შეფასებას ინარჩუნებს - ვაშინგტონის დოკუმენტის დეტალური შეფასება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
  12. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველო უკვე მე-11 წელია ტრეფიკინგთან ბრძოლაში პირველ კალათაშია - სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი წლიური ანგარიში
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საქართველოს პროკურატურა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ დღეს უერთდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები