პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველო უკვე მე-11 წელია ტრეფიკინგთან ბრძოლაში პირველ კალათაშია - სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი წლიური ანგარიში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი წლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველო უკვე მე-11 წელია ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით პირველ კალათაში რჩება და სრულად აკმაყოფილებს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სტანდარტებს.

საქართველო უკვე მე-11 წელია ტრეფიკინგთან ბრძოლაში პირველ კალათაშია - სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი წლიური ანგარიში
რუსთავი 2

ტრეფიკინგის აღმოფხვრა, ეფექტური სამართალდამცავი ღონისძიებები, უწყებათაშორისი კოორდინაცია, მსხვერპლთა დაცვა და ზრუნვა - საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელიც ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს. უსწრებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. პირველ კატეგორიაში საქართველოს გვერდით ვერ მოხვდა ევროკავშირის წევრი 13 ქვეყანა. მსოფლიოს 184-ი სახელმწიფოდან, წელს შეფასების უმაღლეს კატეგორიაში ადგილი, საქართველოსთან ერთად მხოლოდ 33-მა ქვეყანამ დაიკავა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია, რომ საქართველო სრულად აკმაყოფილებს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სტანდარტებს. დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით განაგრძობს მტკიცე და თანმიმდევრულ ღონისძიებებს, რაც ქვეყნის უმაღლეს შეფასებას განაპირობებს. პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებში აცხადებენ, რომ მართლსაწინააღმდეგო საქმიანობის წინააღმდეგ ეფექტიანი მუშაობა, ასევე ტრანსნაციონალურ და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, სახელმწიფოს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო უკვე მე-11 წელია ეგრეთწოდებულ პირველ კალათაში რჩება. დადებით შეფასებებს შორისაა მსხვერპლთა დახმარების სერვისების დაფინანსების ზრდა და თავშესაფრების შესაძლებლობების გაფართოებაც. საქართველოს აღიარების დადასტურებას დღეს ვერც ოპოზიცია გაექცა

სახელმწიფო დეპარტამენტი განსაკუთრებულ აქცენტს მართლმსაჯულების კუთხით მიღწეულ პროგრესზე აკეთებს. ტრეფიკინგის აღმოფხვრის დადგენილ სტანდარტებზე საუბრობენ სახელისუფლებო გუნდში. პარლამენტის თავმჯდომარე დადებითი ანგარიშის ფონზე, ბრიუსელს არასამართლიანი დამოკიდებულებისკენ მიუთითებს. პრემიერ-მინისტრი კი ამბობს, რომ მთავრობა დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით მუშაობას განაგრძობს.

ყოველწლიურ ანგარიშს ტრადიციულად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული რეკომენდაციებიც ახლავს, რომელიც ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

12 სტატია
სამთავრობო 11ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოშსს: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს და ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში
  2. პირველი არხისამთავრობოშსს – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს და ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში
  3. პირველი არხისამთავრობოიუსტიციის სამინისტრო – საქართველო ერთადერთია რეგიონში და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს
  4. იმედინიუსისამთავრობოაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს და ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში
  5. რუსთავი 2სამთავრობოიუსტიციის სამინისტრო: საქართველო ერთადერთია რეგიონში და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს
  6. იმედინიუსისამთავრობოამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად ტრეფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით, საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა
  7. რუსთავი 2სამთავრობოტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წელსაც უმაღლეს შეფასებას იღებს
  8. იმედინიუსისამთავრობოიუსტიციის სამინისტრო: საქართველო ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს
  9. რუსთავი 2სამთავრობოალექსანდრე დარახველიძე: საქართველო უკვე მე-11 წელია პირველ კალათაში იკავებს ადგილს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით
  10. ნეტგაზეთიოპოზიციურისახ. დეპის ანგარიში ტრეფიკინგთან ბრძოლაზე – საქართველო პირველ კალათაში რჩება
  11. რუსთავი 2სამთავრობოგანსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროკურატურის მიერ სექსუალური ექსპლუატაციის შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი დევნის ეფექტიან განხორციელებას - ამირან გულუაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე
  12. იმედინიუსისამთავრობოსაქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით უმაღლეს საერთაშორისო შეფასებას ინარჩუნებს - ვაშინგტონის დოკუმენტის დეტალური შეფასება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბექა ძამაშვილი – საქართველო უკვე მეთერთმეტე წელია, აჩვენებს მაღალ შედეგს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნახევარმა ვერ შეძლო ამ სტანდარტის დაკმაყოფილებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები