ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკოლოზ სამხარაძე: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებითსაქართველო მოწინავე ქვეყნების კალათაში რომ არის, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არის კანონის უზენაესობა და კარგი მმართველობა

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს და მე-11 წელია პირველ კალათაშია.

ნიკოლოზ სამხარაძე: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებითსაქართველო მოწინავე ქვეყნების კალათაში რომ არის, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არის კანონის უზენაესობა და კარგი მმართველობა
ნიკოლოზ სამხარაძე: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებითსაქართველო მოწინავე ქვეყნების კალათაში რომ არის, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არის კანონის უზენაესობა და კარგი მმართველობაიმედინიუსი

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველო მოწინავე ქვეყნების კალათაში რომ არის, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არის კანონის უზენაესობა და რომ საქართველოში არის კარგი მმართველობა, - განაცხადა საგარეოურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

იგი ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ანგარიშს, რომლის თანახმადაც საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს.

სამხარაძის შეფასებით, ნებისმიერი ობიექტური კვლევა საქართველოს პროგრესს აჩვენებს.

„ეს მხოლოდ ამ ინდიკატორით არ დასტურდება, არის უამრავი სხვა ინდიკატორი, სხვა კვლევა, რომელიც ამას ადასტურებს. შესაბამისად, ამით ჩვენმასაზოგადოებამ უნდა დაასკვნას, რომ ნებისმიერი ობიექტური კვლევა, რომელიც დაფუძნებულია ფაქტებზე, აჩვენებს, რომ საქართველოს აქვს საკმაოდ კარგი პროგრესი ნებისმიერი მიმართულებით, რომელიც ეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებათა დაცვას, კარგ მმართველობას, ეკონომიკურ წინსვლას, განვითარებას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თაობაზე ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად საქართველოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, კვლავ უმაღლესი შეფასება აქვს და უკვე მე-11 წელია ინარჩუნებს ადგილს ე. წ. პირველ კალათაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს მხოლოდ ამ ინდიკატორით არ დასტურდება, არის უამრავი სხვა ინდიკატორი, სხვა კვლევა, რომელიც ამას ადასტურებს. შესაბამისად, ამით ჩვენმასაზოგადოებამ უნდა დაასკვნას, რომ ნებისმიერი ობიექტური კვლევა, რომელიც დაფუძნებულია ფაქტებზე, აჩვენებს, რომ საქართველოს აქვს საკმაოდ კარგი პროგრესი ნებისმიერი მიმართულებით, რომელიც ეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებათა დაცვას, კარგ მმართველობას, ეკონომიკურ წინსვლას, განვითარებას“
ნიკოლოზ სამხარაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წელსაც უმაღლეს შეფასებას იღებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები