ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ბექა ძამაშვილი ტრეფიკინგის შესახებ ანგარიშზე: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნახევარმა ვერ შეძლო ამ სტანდარტის დაკმაყოფილება და საქართველო უკვე მეთერთმეტე წელია თანმიმდევრულად აჩვენებს მაღალ შედეგს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით უმაღლესი შეფასება მიიღო. იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, ქვეყანა უკვე მეთერთმეტე წელია თანმიმდევრულად აჩვენებს მაღალ შედეგს.

ბექა ძამაშვილი ტრეფიკინგის შესახებ ანგარიშზე: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნახევარმა ვერ შეძლო ამ სტანდარტის დაკმაყოფილება და საქართველო უკვე მეთერთმეტე წელია თანმიმდევრულად აჩვენებს მაღალ შედეგს
ბექა ძამაშვილი ტრეფიკინგის შესახებ ანგარიშზე: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნახევარმა ვერ შეძლო ამ სტანდარტის დაკმაყოფილება და საქართველო უკვე მეთერთმეტე წელია თანმიმდევრულად აჩვენებს მაღალ შედეგსიმედინიუსი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ უმაღლესი შეფასება მიიღო ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც ადასტურებს, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლა უმაღლესი სტანდარტებით ხორციელდება, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა.

მისი თქმით, უმაღლესი შეფასება შეეხება როგორც დანაშაულის პრევენციას, ისე მის პროაქტიურ გამოვლენას, დამნაშავეთა დასჯას, ასევე, მსხვერპლთა დახმარებასა და მათ მხარდაჭერას.

„ეს კოორდინირებული სამუშაო ხორციელდება უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და, საბოლოო ჯამში, ყველა სახელმწიფო უწყების ეფექტიანი მუშაობის შედეგია. ეს შედეგი განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ფონზე, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნახევარმა ვერ შეძლო ამ სტანდარტის დაკმაყოფილება და საქართველო, უკვე მეთერთმეტე წელია, თანმიმდევრულად აჩვენებს მაღალ შედეგს, რაც ადასტურებს იმას, რომ ეს ღონისძიებები არის სისტემური ხასიათის და კარგად გააზრებული. ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია, განხორციელდეს ეფექტიანი ბრძოლა ტრანსნაციონალურ და ორგანიზებულ დანაშაულთან, ასევე, ჩვენ გვაქვს აქტიური თანამშრომლობა ყველა პარტნიორ სახელმწიფოსთან“, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად ტრეფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით, საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.