პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შსს: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს და ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში

შინაგან საქმეთა სამინისტრო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, საქართველო ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს და ადგილს პირველ კალათაში უკვე მე-11 წელია ინარჩუნებს.

შსს: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს და ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში
რუსთავი 2

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თაობაზე ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად საქართველოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, კვლავ უმაღლესი შეფასება აქვს და უკვე მე-11 წელია ინარჩუნებს ადგილს ე. წ. პირველ კალათაში. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო სრულად აკმაყოფილებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სტანდარტებს, ასევე განაგრძობს მტკიცე და თანმიმდევრულ ღონისძიებებს აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც ქვეყნის უმაღლეს შეფასებას განაპირობებს.

"გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, ქვეყნის ძალისხმევა მათ შორის მოიცავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტისა და მობილური ჯგუფების მიერ ტრეფიკინგის მაღალ რისკ-ჯგუფში მყოფი ადგილების პროაქტიულ შემოწმებასა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ტრეფიკინგის ჩამდენ პირთა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობდა თანამშრომლობას უცხოელ კოლეგებთან ტრეფიკინგის შემთხვევებზე სამართლებრივი ზომების მიღების მიზნით. ასევე, საანგარიშო პერიოდში, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის თემატიკაზე, პოლიციელებისთვის, მოსამართლეებისა და პროკურორებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განხორციელდა სწავლებები.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებას განაგრძობს სპეციალიზებული დანაყოფები, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შემადგენლობაში არსებული ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო და მისი 6 მობილური ჯგუფი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო, ასევე აჭარის რეგიონში მოქმედი სპეციალისტთა ჯგუფი - ე.წ. TASK FORCE, რომელიც დაკომპლექტებულია სპეციალიზებული გამომძიებლებითა და პროკურორებით.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობა განაგრძობს ტრეფიკინგის დანაშაულის პრევენციის, ასევე მოწმეთა და დაზარალებულთა დაცვის უზრუნველყოფას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები მხარს უჭერდნენ ტრეფიკინგის მსხვერპლებს გამოძიების დაწყებიდანვე. ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ჩვენების დისტანციურად მიცემის შესაძლებლობას, რაც საშუალებას აძლევს მსხვერპლებს, რომელთა საქმეებიც სასამართლო განხილვის ეტაპზეა თავისუფლად დატოვონ ქვეყანა.

ყოველწლიურ ანგარიშს ტრადიციულად ახლავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ უფრო გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით,"- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

12 სტატია
სამთავრობო 11ოპოზიციური 1
  1. პირველი არხისამთავრობოშსს – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს და ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში
  2. პირველი არხისამთავრობოიუსტიციის სამინისტრო – საქართველო ერთადერთია რეგიონში და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს
  3. იმედინიუსისამთავრობოაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს და ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში
  4. რუსთავი 2სამთავრობოიუსტიციის სამინისტრო: საქართველო ერთადერთია რეგიონში და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს
  5. იმედინიუსისამთავრობოამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად ტრეფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით, საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა
  6. რუსთავი 2სამთავრობოტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წელსაც უმაღლეს შეფასებას იღებს
  7. იმედინიუსისამთავრობოიუსტიციის სამინისტრო: საქართველო ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს
  8. რუსთავი 2სამთავრობოალექსანდრე დარახველიძე: საქართველო უკვე მე-11 წელია პირველ კალათაში იკავებს ადგილს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით
  9. ნეტგაზეთიოპოზიციურისახ. დეპის ანგარიში ტრეფიკინგთან ბრძოლაზე – საქართველო პირველ კალათაში რჩება
  10. რუსთავი 2სამთავრობოგანსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროკურატურის მიერ სექსუალური ექსპლუატაციის შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი დევნის ეფექტიან განხორციელებას - ამირან გულუაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე
  11. იმედინიუსისამთავრობოსაქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით უმაღლეს საერთაშორისო შეფასებას ინარჩუნებს - ვაშინგტონის დოკუმენტის დეტალური შეფასება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
  12. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველო უკვე მე-11 წელია ტრეფიკინგთან ბრძოლაში პირველ კალათაშია - სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი წლიური ანგარიში
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, ქვეყნის ძალისხმევა მათ შორის მოიცავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტისა და მობილური ჯგუფების მიერ ტრეფიკინგის მაღალ რისკ-ჯგუფში მყოფი ადგილების პროაქტიულ შემოწმებასა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ტრეფიკინგის ჩამდენ პირთა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობდა თანამშრომლობას უცხოელ კოლეგებთან ტრეფიკინგის შემთხვევებზე სამართლებრივი ზომების მიღების მიზნით. ასევე, საანგარიშო პერიოდში, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის თემატიკაზე, პოლიციელებისთვის, მოსამართლეებისა და პროკურორებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განხორციელდა სწავლებები. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებას განაგრძობს სპეციალიზებული დანაყოფები, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შემადგენლობაში არსებული ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო და მისი 6 მობილური ჯგუფი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო, ასევე აჭარის რეგიონში მოქმედი სპეციალისტთა ჯგუფი - ე.წ. TASK FORCE, რომელიც დაკომპლექტებულია სპეციალიზებული გამომძიებლებითა და პროკურორებით. ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობა განაგრძობს ტრეფიკინგის დანაშაულის პრევენციის, ასევე მოწმეთა და დაზარალებულთა დაცვის უზრუნველყოფას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები მხარს უჭერდნენ ტრეფიკინგის მსხვერპლებს გამოძიების დაწყებიდანვე. ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ჩვენების დისტანციურად მიცემის შესაძლებლობას, რაც საშუალებას აძლევს მსხვერპლებს, რომელთა საქმეებიც სასამართლო განხილვის ეტაპზეა თავისუფლად დატოვონ ქვეყანა. ყოველწლიურ ანგარიშს ტრადიციულად ახლავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ უფრო გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით,“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნიკოლოზ სამხარაძე: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებითსაქართველო მოწინავე ქვეყნების კალათაში რომ არის, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არის კანონის უზენაესობა და კარგი მმართველობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები