შალვა პაპუაშვილი – სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ადასტურებს ბანალურ ჭეშმარიტებას, როდესაც საქმე ეხება ობიექტურ შეფასებებს, საქართველო ყოველთვის არის ლიდერი, მათ შორის, უსწრებს ევროკავშირის წევრებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა, რომ ობიექტური შეფასებებით საქართველო ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უსწრებს. მისი თქმით, ეს ანგარიში ამხელს ბრიუსელის მავნე მიზნებსა და დეზინფორმაციულ კამპანიას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველო მე-11 წელია პირველ კალათას ინარჩუნებს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს ბანალურ ჭეშმარიტებას, როდესაც საქმე ეხება ობიექტურ შეფასებებს, რომელიც ეფუძნება თვლად და სამართლიან კრიტერიუმებს, საქართველო ყოველთვის არის ლიდერი და, მათ შორის, უსწრებს ხოლმე ევროკავშირის წევრებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიც ამის დასტურია.
„ობიექტური შეფასება როგორც კი ხდება, ვნახეთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნახევარზე წინ ვართ, აღარაფერი რომ ვთქვათ კანდიდატ ქვეყნებზე. ყოველი ასეთი ანგარიში გვაფიქრებინებს იმ კოორდინირებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რომელსაც ბრიუსელი აფინანსებს და თავადაც ახორციელებს, რომ ქართველი ხალხი გააშავოს, წარმოაჩინოს რაღაც კაციჭამიებად და უღირს ხალხად. ამაში ხარჯავს ბრიუსელი დღეს ფულს, ხარჯავს თავის პოლიტიკურ ინსტრუმენტებს, რომ მოხდეს ქართველი ხალხის გაშავება, მაგრამ ყოველ ჯერზე ამგვარი კვლევები და ანგარიშები ამხელს ბრიუსელის ემისრების მავნე მიზნებს და აჩვენებს სიმართლეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თაობაზე ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ანგარიშის თანახმად, საქართველოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კვლავ უმაღლესი შეფასება აქვს და უკვე მე-11 წელია, ინარჩუნებს ადგილს ე.წ. პირველ კალათაში.
ციტატები სტატიიდან
„ობიექტური შეფასება როგორც კი ხდება, ვნახეთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნახევარზე წინ ვართ, აღარაფერი რომ ვთქვათ კანდიდატ ქვეყნებზე. ყოველი ასეთი ანგარიში გვაფიქრებინებს იმ კოორდინირებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რომელსაც ბრიუსელი აფინანსებს და თავადაც ახორციელებს, რომ ქართველი ხალხი გააშავოს, წარმოაჩინოს რაღაც კაციჭამიებად და უღირს ხალხად. ამაში ხარჯავს ბრიუსელი დღეს ფულს, ხარჯავს თავის პოლიტიკურ ინსტრუმენტებს, რომ მოხდეს ქართველი ხალხის გაშავება, მაგრამ ყოველ ჯერზე ამგვარი კვლევები და ანგარიშები ამხელს ბრიუსელის ემისრების მავნე მიზნებს და აჩვენებს სიმართლეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.