ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ტყუილებს მაინც არ ეშვებიან”– რამდენად გაიზარდა რეალურად ეკონომიკა? – რომან გოცირიძე

ქართული ოცნებასაქსტატი

რომან გოცირიძე აკრიტიკებს ხელისუფლების წარმომადგენლებს და აცხადებს, რომ ეკონომიკური ზრდის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. მისი თქმით, 2012-2025 წლებში ეკონომიკა ოთხჯერ კი არა, ორჯერ გაიზარდა, რადგან ხელისუფლება ნომინალურ და რეალურ მშპ-ს ერთმანეთში არევს.

“ტყუილებს მაინც არ ეშვებიან”– რამდენად გაიზარდა რეალურად ეკონომიკა? – რომან გოცირიძე
“ტყუილებს მაინც არ ეშვებიან”– რამდენად გაიზარდა რეალურად ეკონომიკა? – რომან გოცირიძეალია

ეროვნული ბანკის ყოფილი დირექტორი, რომან გოცირიძე:

ხელისუფლებაში სიცრუით მოსული „ქართული ოცნება“ სიცრუითვე აგრძელებს თავის პოლიტიკას. ერთ-ერთი უტიფარი სიცრუის ნაირსახეობაა ეკონომიკური ზრდის სიდიდით მანიპულირება, რომელსაც თოთხმეტი წელიწადია ეწევიან. მიუხედავად პროფესიონალების მხრიდან მრავალჯერადი მხილებისა, ტყუილებს მაინც არ ეშვებიან.

„საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა“,-კვლავ, უკვე მეასედ მოიტყუა „ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა. ეს არ არის ეკონომიკის რეალური ზრდა. სინამდვილეში, იგი მხოლოდ 2-ჯერ გაიზარდა.

„ოცნების“ ხელისუფლება შეგნებულად ეწევა ნომინალური და რეალური მშპ-ის ერთმანეთში აღრევას და შესაბამისად, შეცდომაში შემყვანი დასკვნის ტირაჟირებას.

ციფრებს რომ შევხედოთ:

-2012 წელს საქართველოს ნომინალური მშპ 27,9 მლრდ ლარი იყო.

-2025 წელს-104,6 მლრდ ლარი.

ანუ მიმდინარე ფასებში მშპ მართლაც დაახლოებით 3,75-ჯერ გაიზარდა. მაგრამ აქ არის მთავარი „პატარა“ დეტალი: ნომინალურ მშპ-ში ფასების ზრდაც შედის, ანუ ხელისუფლება ფასების ზრდით ამაყობს.

თუ გვინდა გავიგოთ, რამდენად გაიზარდა რეალურად ეკონომიკა, ერთმანეთს უნდა შევადაროთ რეალური მშპ, ანუ მუდმივ ფასებში გამოხატული, ინფლაციისგან „გაწმენდილი“ მაჩვენებელი.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მუდმივ ფასებში:

-2012 წლის რეალური მშპ არის დაახლოებით 36,2 მლრდ ლარი.

-2025 წლის რეალური მშპ — დაახლოებით 72,7 მლრდ ლარი.

მარტივი არითმეტიკით, დიდის პატარაზე გაყოფით მივიღებთ 2-ს.

ანუ 2012–2025 წლებში საქართველოს რეალური ეკონომიკის მოცულობა გაორმაგდა-დაახლოებით 100 პროცენტით გაიზარდა.

და არა ოთხჯერ, როგორც ამას ცრუ ხელისუფლების სანქცირებული ცრუ პროპაგანდის საშუალებები ავრცელებენ.

ყველა სიცრუეს უნდა გაეცეს პასუხი. იტყვიან ასჯერ-ვუპასუხოთ ასჯერ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა“
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
2012 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა რეალურად 2-ჯერ გაიზარდა და არა - 4-ჯერწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები