ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,, ეს არის რეალობა. დანარჩენი-დემაგოგია და სიცრუეა” – რომან გოცირიძე

ქართული ოცნება

ეკონომისტ რომან გოცირიძის განცხადებით, მმართველი გუნდის რიტორიკა ევროპასთან შედარებით საქართველოს სწრაფ ზრდაზე „უსირცხვილო მანიპულაციაა“. მისი თქმით, დაბალი ბაზის გამო, გერმანიის 1%-იანი ზრდა ერთ სულზე 6,2-ჯერ მეტ ღირებულებას ქმნის, ვიდრე საქართველოს 7,5%-იანი მატება.

,, ეს არის რეალობა. დანარჩენი-დემაგოგია და სიცრუეა” – რომან გოცირიძე
,, ეს არის რეალობა. დანარჩენი-დემაგოგია და სიცრუეა” – რომან გოცირიძეალია

ეკონომისტი რომან გოცირიძე:

,,კვლავინდებურად ლანძღავენ “ოცნების”პარლამენტში თუ მთავრობაში ევროპას-იქ ეკონომიკა მცირეოდენ იზრდება, ჩვენთან კი ძალიან სწრაფადო. დასცინიან ევროპის განვითარებულ ქვეყნებს, რომ თურმე იქ წლიური ზრდა სამჯერ ნაკლებია ჩვენთან შედარებით. ეს, რა თქმა უნდა, არის უსირცხვილო მანიპულაცია.

2025 წელს საქართველოს რეალური მშპ 7,5%-ით გაიზარდა, ევროკავშირის კი-1,5%-ით. ერთი შეხედვით, სხვაობა მართლაც შთამბეჭდავია. მაგრამ პროცენტების ამგვარი შედარება ეკონომიკის რეალურ მასშტაბს მალავს.

ვნახოთ, რას ნიშნავს მშპ-ს მხოლოდ 1%-იანი ზრდა ერთ სულ მოსახლეზე:

-საქართველო-მშპ ერთ მოსახლეზე არის 9,692 დოლარი. მისი 1 პროცენტით ზრდა იძლევა 97 დოლარს.

-ევროკავშირი- 47,089$, მისი 1% უდრის 471 დოლარს,

-საფრანგეთი- 48,986, მისი 1% უდრის 490 დოლარს,

-გერმანია-60,496$, მისი 1% უდრის 605 დოლარს,

-ლუქსემბურგი -147,252$, მისი 1% უდრის 1,473 დოლარს.

ანუ გერმანიის ეკონომიკაში 1%-იანი ზრდა ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 6,2-ჯერ მეტ ეკონომიკურ ღირებულებას ქმნის, ვიდრე საქართველოში. ლუქსემბურგში კი 15-ჯერ მეტს.

ამიტომ “ოცნების” რიტორიკა, “ჩვენ 7,5%-ით ვიზრდებით, ევროპა კი მხოლოდ 1, 5%-ით“-არის ეკონომიკური რეალობის მხოლოდ ერთი, დამახინჯებული კადრით ჩვენება. 7,5% დაბალი საბაზისო დონიდან და 1,5% მაღალი საბაზისო დონიდან ერთი და იგივე რამ არ არის. ეს არის რეალობა. დანარჩენი-დემაგოგია და სიცრუეა.“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?