სამხრეთ კორეამ უკრაინიდან ელჩის გაწვევა გადაწყვიტა
სამხრეთ კორეამ უკრაინიდან ელჩის გაწვევა გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც სეულმა კიევისგან ბოდიში მოითხოვა ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვის გადაცემის ფაქტის გასაჯაროებისთვის. სეულის მტკიცებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროში გამოსვლისას კონფიდენციალურობის შეთანხმება დაარღვია.

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 8 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით, სამხრეთ კორეამ უკრაინიდან ელჩის გაწვევა გადაწყვიტა
სამხრეთ კორეაში ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სეულმა კიევისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა სამხრეთ კორეისთვის ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვის გადაცემის ფაქტის გასაჯაროების გამო.
სეული ამტკიცებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონფიდენციალურობის შეთანხმება დაარღვია 23 სექტემბერს გაეროში გამოსვლისას, როდესაც ტყვეების გადაცემის შესახებ განაცხადა.
"მთავრობა იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ყველა გადაუჭრელი საკითხი მშვიდობიანად მოგვარდება და ამ მიზნით უკრაინულ მხარესთან კონსულტაციებს განაგრძობს", - ნათქვამია სამხრეთ კორეის სამინისტროს პრესრელიზში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ცნობაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ დავა "დიპლომატიურ გაუგებრობად" შეაფასა.
ცნობისთვის, 23 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ უკრაინამ სამხრეთ კორეას ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო გადასცა, რომლებიც 2025 წლის დასაწყისში ტყვედ ჩავარდნენ.
სეულმა კიევს ინფორმაციის გასაჯაროებისთვის ოფიციალური განმარტებისა და ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. სამხრეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, მხარეები თავდაპირველად შეთანხმდნენ, რომ ორი სამხედრო ტყვის სამხრეთ კორეისთვის გადაცემის ინფორმაცია კონფიდენციალური დარჩებოდა. სეულის თქმით, შეთანხმების ინიციატორი თავად უკრაინა იყო.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ საკითხს "დიპლომატიური გაუგებრობა" უწოდა და განაცხადა, რომ იმედი აქვს, პრობლემა მალე მოგვარდება.
სამხრეთ კორეამ უკრაინისგან ინფორმაციის გასაჯაროებისთვის ბოდიში მიიღო, თუმცა ის არასაკმარისად მიიჩნიეს. ამის შესახებ სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩო ჰიონმა განაცხადა.
"უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰასთან ამ საკითხზე მუდმივი კონტაქტი მაქვს. მისგან მიღებულ შეტყობინებებში ბოდიშიც იყო, თუმცა ის არ შეესაბამება ჩვენს მოლოდინებს. ამიტომ გადამწყვეტი ზომების მიღებას ვაპირებთ." – თქვა ჩომ პარლამენტში საგარეო უწყების საქმიანობის განხილვისას.
უკრაინელმა სამხედროებმა ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო 2025 წლის იანვარში რუსეთის მხარეს კურსკის ოლქში ბრძოლისას ტყვედ აიყვანეს. სამხრეთ კორეის ხელისუფლების ინფორმაციით, ისინი სეულში სექტემბრის შუა რიცხვებში ჩავიდნენ.
ციტატები სტატიიდან
„მთავრობა იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ყველა გადაუჭრელი საკითხი მშვიდობიანად მოგვარდება და ამ მიზნით უკრაინულ მხარესთან კონსულტაციებს განაგრძობს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.