ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

Politico: სამხრეთ კორეამ უკრაინიდან თავისი ელჩი გაიწვია - მიზეზი სამხედრო ტყვეების ირგვლივ ატეხილი სკანდალია

სამხრეთ კორეამ უკრაინიდან თავისი ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია მას შემდეგ, რაც უკრაინის მხარემ ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვეების სამხრეთ კორეაში გადაყვანის შესახებ კონფიდენციალურობის შეთანხმება დაარღვია და ინფორმაცია გაასაჯაროვა.

Politico: სამხრეთ კორეამ უკრაინიდან თავისი ელჩი გაიწვია - მიზეზი სამხედრო ტყვეების ირგვლივ ატეხილი სკანდალია
Politico: სამხრეთ კორეამ უკრაინიდან თავისი ელჩი გაიწვია - მიზეზი სამხედრო ტყვეების ირგვლივ ატეხილი სკანდალიარუსთავი 2

სეულმა უკრაინიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვის სამხრეთ კორეაში გადაყვანის შესახებ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ დიპლომატიური დაძაბულობა გამოიწვია, - წერს მედია.

სეული კიევს კონფიდენციალურობის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

"მთავრობა იმედოვნებს, რომ არსებული ორმხრივი საკითხები შეუფერხებლად მოგვარდება და ამ მიზნით უკრაინულ მხარესთან კონსულტაციებს კვლავაც გააგრძელებს", - ნათქვამია სამხრეთ კორეის საგარეო უწყების განცხადებაში.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე მიუნგმა 24 სექტემბერს კიევი სეულსა და კიევს შორის არსებული კონფიდენციალურობის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ სამხრეთ კორეისთვის ორი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცის გადაცემა გაასაჯაროვა.

მიუხედავად იმისა, რომ სეულმა 2025 წელს ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვეების მიღების შესახებ საჯარო პირობა დადო, ლი ჯე მიუნგის თქმით, ასეთ "მაღალი მგრძნობელობის მქონე საკითხზე" ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებამ შესაძლოა "მრავალი პრობლემა" შექმნას.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევმა თავიდან უარყო ასეთი შეთანხმების არსებობა, მოგვიანებით კი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდეი სიბიჰამ ეს ვითარება "დიპლომატიურ გაუგებრობად" შეაფასა.

სამხრეთ კორეელმა კოლეგამ, ჩო ჰიუნმა განაცხადა, რომ სიბიჰამ ბოდიში მოიხადა, თუმცა მიანიშნა, რომ ეს არასაკმარისი იყო.

"ვინაიდან არსებობს გარკვეული აცდენა ჩვენს მიერ წარმოდგენილ სტანდარტთან, ჩვენ მტკიცე ზომების მიღებას ვგეგმავთ", - განუცხადა მან სამხრეთ კორეელ კანონმდებლებს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მთავრობა იმედოვნებს, რომ არსებული ორმხრივი საკითხები შეუფერხებლად მოგვარდება და ამ მიზნით უკრაინულ მხარესთან კონსულტაციებს კვლავაც გააგრძელებს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ვინაიდან არსებობს გარკვეული აცდენა ჩვენს მიერ წარმოდგენილ სტანდარტთან, ჩვენ მტკიცე ზომების მიღებას ვგეგმავთ“
ჩო ჰიუნი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.