ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ სამხრეთ კორეას ორი ჩრდილოეთ კორეელი ომის ტყვე გადასცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ უკრაინამ სამხრეთ კორეას ორი ჩრდილოეთ კორეელი ომის ტყვე გადასცა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს იყენებს და მათ წარმომადგენლებს მიმართა, იზრუნონ საკუთარ ხალხზე.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ სამხრეთ კორეას ორი ჩრდილოეთ კორეელი ომის ტყვე გადასცა
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ სამხრეთ კორეას ორი ჩრდილოეთ კორეელი ომის ტყვე გადასცაინტერპრესნიუსი

უკრაინამ სამხრეთ კორეას ორი ჩრდილოეთ კორეელი ომის ტყვე გადასცა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

,,ცოტა ხნის წინ ორი ჩრდილოეთ კორეელი ომის ტყვე გადავეცით კორეის რესპუბლიკას. მათი ცოცხლად დაჭერა მარტივი არ არის. ერთ-ერთმა მათგანმა, როდესაც გაიზარა, რომ ტყვედ ვარდებოდა, თვითმკვლელობა სცადა და ის გაოცებული იყო, რომ ბედმა საშუალება არ მისცა მომკვდარიყო. ასე ზრდიან ხალხს ჩრდილეთში [კორეაში], ეს რეალობაა. თავისუფლებას ართმევენ, არჩევანის შესაძლებლობას ართმევენ და თავში უნერგავენ, რომ რაც არ უნდა იყოს - უნდა მოკვდნენ,” - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთი 47 ქვეყნის მოქალაქეებს იყენებს, მათ შორის განის, ნეპალის, ტაჯიკეთის, ინდოეთის, იემენის, კენიის, ზიმბაბვეს, კუბას, ბელარუსის, სუდანის, სამხრეთ აფრიკისა და სხვების.

,,მსურს, უშუალოდ მივმართო ამ 47 ქვეყნის ყოველ წარმომადგენელს: თქვენ იცით, რას აკეთებს რუსეთი თქვენი ადამიანებით. ეს თქვენი მოქალაქეებია. იზრუნეთ მათზე და უცხო ფრონტზე აღმოჩენის საშუალება არ მისცეთ. საშუალება არ მისცეთ პუტინს ამ ომში ჩაგითრიოთ. საშიალება არ მისცეთ რუსეთს თქვენი ხალხის სიცოცხლეებით აქროს თავისი ხანძრები, ფაროს თავისი სირცხვილი და იხდიდეს თავისი სიგიჟისთვის,” - განაცხადა ზელენსკიმ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი - ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ჩრდილოეთ კორეელი ტყვეების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებით, კონფიდენციალურობის შესახებ შეთანხმება დაარღვიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები