სამხრეთ კორეამ უკრაინიდან ელჩი გაიწვია
სამხრეთ კორეამ უკრაინიდან ელჩი პაკ კი-ჩანი გაიწვია. ეს გადაწყვეტილება სეულსა და კიევს შორის ბოლო პერიოდში გაჩენილ დიპლომატიურ დაძაბულობას უკავშირდება, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის მიერ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გაჟღერებულ ინფორმაციას მოჰყვა.

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში ქვეყნის ელჩი, პაკ კი-ჩანი, გაიწვია, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „გააგრძელებს კონსულტაციებს უკრაინულ მხარესთან და ელის სხვადასხვა გადაუჭრელი საკითხის შეუფერხებლად მოგვარებას“.
ცნობისთვის, სეულსა და კიევს შორის ურთიერთობა მას შედეგ დაიძაბა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ თვეში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გააჟღერა ინფორმაცია უკრაინიდან ჩრდილოეთ კორეელი ტყვეების სამხრეთ კორეაში გადაყვანის შესახებ. სამხრეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნული საკითხი კონფიდენციალურად უნდა დარჩენილიყო. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ შექმნილი ვითარება „დიპლომატიურ გაუგებრობად“ შეაფასა და დასძინა, რომ კიევი მის მოსაგვარებლად მუშაობს. კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკრაინისგან ოფიციალური ახსნა-განმარტება და ბოდიშის მოხდა მოითხოვა. სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩო ჰიუნმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინისგან ბოდიში მიიღო და დასძინა, რომ ბოდიში სეულის მოლოდინებს არ აკმაყოფილებდა. „ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივ კონტაქტში ვარ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან, რომელმაც აღნიშნა, თუ რამდენად რთულია ეს სიტუაცია. შეტყობინებები, რომლებიც მე სიბიგასგან მივიღე, ბოდიშს შეიცავდა. თუმცა, ის იმ დონისგან განსხვავდება, რომელსაც ჩვენ ველით. ამიტომ, ჩვენ მკაცრი ზომების მიღებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიმედია: სამხრეთ კორეამ უკრაინიდან ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზად სეულისთვის ჩრდილოკორეელი ტყვეების გადაცემის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სახელდება
- რადიო თავისუფლებასეულმა კიევიდან ელჩი გაიწვია
- ტაბულასამხრეთ კორეამ უკრაინიდან ელჩის გაწვევა გადაწყვიტა
- ფორმულასამხრეთ კორეამ უკრაინიდან ელჩი გაიწვია
- რუსთავი 2Politico: სამხრეთ კორეამ უკრაინიდან თავისი ელჩი გაიწვია - მიზეზი სამხედრო ტყვეების ირგვლივ ატეხილი სკანდალია
ციტატები სტატიიდან
„გააგრძელებს კონსულტაციებს უკრაინულ მხარესთან და ელის სხვადასხვა გადაუჭრელი საკითხის შეუფერხებლად მოგვარებას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…