ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი - ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ჩრდილოეთ კორეელი ტყვეების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებით, კონფიდენციალურობის შესახებ შეთანხმება დაარღვია

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე მიუნგმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონფიდენციალურობის შეთანხმება დაარღვია, როდესაც გაასაჯაროვა უკრაინის მიერ სამხრეთ კორეაში ჩრდილოეთ კორეელი ომის ტყვეების გაგზავნის ფაქტი. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწემ, დმიტრო ლიტვინმა აღნიშნა, რომ მათ მხოლოდ ფაქტი გაახმაურეს.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი - ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ჩრდილოეთ კორეელი ტყვეების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებით, კონფიდენციალურობის შესახებ შეთანხმება დაარღვია
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი - ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ჩრდილოეთ კორეელი ტყვეების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებით, კონფიდენციალურობის შესახებ შეთანხმება დაარღვიაინტერპრესნიუსი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონფიდენციალურობის შესახებ შეთანხმება დაარღვია, როდესაც გაასაჯაროვა, რომ უკრაინამ ჩრდილოეთ კორეელი ომის ტყვეები სამხრეთ კორეაში გაგზავნა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე მიუნგმა განაცხადა.

„არ ვიცი, რატომ დაარღვია უკრაინულმა მხარემ შეთანხმება და რატომ გაასაჯაროვა ეს საკითხი, თუმცა ეს ძალიან იმედგაცრუებას იწვევს. ჩრდილოეთ კორეელი ტყვეების სამხრეთ კორეაში ჩამოყვანის საკითხი უკიდურესად მგრძნობიარეა და მას შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს დიპლომატიაზე, უსაფრთხოებასა და კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ ვითარებაზე“, - განაცხადა ლიმ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინამ ცოტა ხნის წინ სამხრეთ კორეაში ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები გაგზავნა.

უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწემ, დმიტრო ლიტვინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინა ღია ქვეყანაა და ჯარისკაცების ფარულად გადაცემა უცნაური იქნებოდა.

„მთელი ამ ისტორიიდან - რომელიც ხანგრძლივი და დეტალურია - ჩვენ მხოლოდ თავად ფაქტი გავახმაურეთ: ის, რომ ისინი კორეის რესპუბლიკაში გაგზავნეს“, - აღნიშნა დმიტრო ლიტვინმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არ ვიცი, რატომ დაარღვია უკრაინულმა მხარემ შეთანხმება და რატომ გაასაჯაროვა ეს საკითხი, თუმცა ეს ძალიან იმედგაცრუებას იწვევს. ჩრდილოეთ კორეელი ტყვეების სამხრეთ კორეაში ჩამოყვანის საკითხი უკიდურესად მგრძნობიარეა და მას შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს დიპლომატიაზე, უსაფრთხოებასა და კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ ვითარებაზე“
ლი ჯე მიუნგი
„მთელი ამ ისტორიიდან - რომელიც ხანგრძლივი და დეტალურია - ჩვენ მხოლოდ თავად ფაქტი გავახმაურეთ: ის, რომ ისინი კორეის რესპუბლიკაში გაგზავნეს“
დმიტრო ლიტვინი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.