ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მედია: სამხრეთ კორეამ უკრაინიდან ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზად სეულისთვის ჩრდილოკორეელი ტყვეების გადაცემის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სახელდება

საგარეო საქმეთა სამინისტრო

სამხრეთ კორეამ უკრაინიდან ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც უკრაინულმა მხარემ სამხრეთ კორეაში ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვეს გადაყვანის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა, რასაც სეულმა კონფიდენციალურობის შეთანხმების დარღვევა უწოდა.

მედია: სამხრეთ კორეამ უკრაინიდან ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზად სეულისთვის ჩრდილოკორეელი ტყვეების გადაცემის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სახელდება
მედია: სამხრეთ კორეამ უკრაინიდან ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზად სეულისთვის ჩრდილოკორეელი ტყვეების გადაცემის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სახელდებაიმედინიუსი

სამხრეთ კორეის მთავრობამ უკრაინიდან ელჩის გაწვევა გადაწყვიტა. ინფორმაციას სამხრეთკორეული მედია ავრცელებს.

გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური უთანხმოების ფონზე მიიღეს, რომელიც უკრაინის მიერ რუსეთთან ომში დატყვევებული ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვეს სამხრეთ კორეაში გადაყვანის გასაჯაროებას უკავშირდება.

სამხრეთ კორეის მთავრობის განცხადებით, უკრაინიდან ელჩის გაწვევა კიევისთვის სერიოზული პროტესტის გამოხატვის ფორმაა, თუმცა ეს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ ნიშნავს.

„მთავრობამ გადაწყვიტა, უკრაინაში სამხრეთ კორეის ელჩი სამშობლოში გამოიწვიოს“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

სეულში ასევე განაცხადეს, რომ იმედი აქვთ, ორ ქვეყანას შორის არსებული სხვადასხვა საკითხი მეგობრულად მოგვარდება და ამ მიზნით უკრაინულ მხარესთან კონსულტაციებს გააგრძელებენ.

სამხრეთ კორეის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინელი დიპლომატის გამოძახება სეულის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ახლა კი სეულმა უკრაინაში საკუთარი ელჩის გაწვევა გადაწყვიტა.

მედიის ცნობით, დიპლომატიური დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 23 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთთან ომში ტყვედ ჩავარდნილი ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო ცოტა ხნის წინ სამხრეთ კორეაში გადაიყვანეს.

მეორე დღეს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჩჟე მენმა სოციალურ ქსელში სინანული გამოთქვა და განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ ორი სამხედრო ტყვეს გადაყვანის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებით კონფიდენციალურობის შეთანხმება დაარღვია.

სეულის განცხადებით, უკრაინამ სამხრეთ კორეას წინასწარ აცნობა სამხედრო ტყვეების გადაყვანის შესახებ, თუმცა მათი გადაყვანის ფაქტი შესაბამისი განმარტებებისა და დეტალური კონსულტაციების გარეშე გასაჯაროვდა.

დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის სამხედრო ტყვეების საკითხზე ინფორმაციის არ გასაჯაროების შეთანხმება საერთოდ არ არსებობდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მთავრობამ გადაწყვიტა, უკრაინაში სამხრეთ კორეის ელჩი სამშობლოში გამოიწვიოს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.