ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

სინამდვილე არის ერთი, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული, დიდმა ნაწილმა ამ პირთაგან აღიარა ეს დანაშაული და მოითხოვა საპროცესო შეთანხმება - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმის ფიგურანტები დანაშაულს აღიარებენ და საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ, პაატა ბურჭულაძე კი, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მსგავსად, შეწყალებისთვის ნიადაგს ამზადებს.

სინამდვილე არის ერთი, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული, დიდმა ნაწილმა ამ პირთაგან აღიარა ეს დანაშაული და მოითხოვა საპროცესო შეთანხმება - დავით მათიკაშვილი
სინამდვილე არის ერთი, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული, დიდმა ნაწილმა ამ პირთაგან აღიარა ეს დანაშაული და მოითხოვა საპროცესო შეთანხმება - დავით მათიკაშვილირუსთავი 2

4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორები დანაშაულს აღიარებენ. მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძის შემდეგ, უკვე პაატა ბურჭულაძეც ამზადებს ნიადაგს შეწყალებისთვის.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორ ქმნიდნენ რევოლუციურ კომიტეტებს სწორედ პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით და ცდილობდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას.

მათიკაშვილის თქმითვე, 4 ოქტომბერს კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობის სურვილები კრახით დასრულდა, რადგან სახელმწიფომ პოზიციები მტკიცედ დაიცვა.

"ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ ემზადებოდნენ, ქმნიდნენ რევოლუციურ კომიტეტებს სწორედ პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი ის იყო, როგორ სურდათ მათ ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუციებზე თავდასხმა და მუდმივად იმეორებდნენ, რომ 4 ოქტომბერს დასრულდებოდა კანონიერად არჩეული ხელისუფლება საქართველოში. ოთხ ოქტომბერს დასრულდა რევოლუციური სურვილები, სახელმწიფო იდგა თავის ადგილას. დღეს კი ნიანგის ცრემლებით ცდილობენ ისინი გამოძვრნენ ამ მოცემულობიდან, საგნებს აღარ დაარქვან თავისი სახელი. სინამდვილე არის ერთი, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული და დიდმა ნაწილმა ამ პირთაგან აღიარა ეს დანაშაული და მოითხოვა საპროცესო შეთანხმება", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ ემზადებოდნენ, ქმნიდნენ რევოლუციურ კომიტეტებს სწორედ პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი ის იყო, როგორ სურდათ მათ ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუციებზე თავდასხმა და მუდმივად იმეორებდნენ, რომ 4 ოქტომბერს დასრულდებოდა კანონიერად არჩეული ხელისუფლება საქართველოში. ოთხ ოქტომბერს დასრულდა რევოლუციური სურვილები, სახელმწიფო იდგა თავის ადგილას. დღეს კი ნიანგის ცრემლებით ცდილობენ ისინი გამოძვრნენ ამ მოცემულობიდან, საგნებს აღარ დაარქვან თავისი სახელი. სინამდვილე არის ერთი, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული და დიდმა ნაწილმა ამ პირთაგან აღიარა ეს დანაშაული და მოითხოვა საპროცესო შეთანხმება“
დავით მათიკაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.