ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით მათიკაშვილი – ზოგიერთი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ნეგატიურ კონტექსტში აშუქებს, რომ დაამუნათოს ის, ვინც დანაშაულს აღიარებს, ოჯახებშიც მძიმე რეალობაა, შვილს არ უნდა, მამა გარეთ აღმოჩნდეს

ნაციონალური მოძრაობა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დანაშაულის ამღიარებელთა მიმართ სახელმწიფო ჰუმანურია, ხოლო ოპოზიცია საპროცესო შეთანხმებებს ნეგატიურად აშუქებს.

დავით მათიკაშვილი – ზოგიერთი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ნეგატიურ კონტექსტში აშუქებს, რომ დაამუნათოს ის, ვინც დანაშაულს აღიარებს, ოჯახებშიც მძიმე რეალობაა, შვილს არ უნდა, მამა გარეთ აღმოჩნდეს
დავით მათიკაშვილი – ზოგიერთი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ნეგატიურ კონტექსტში აშუქებს, რომ დაამუნათოს ის, ვინც დანაშაულს აღიარებს, ოჯახებშიც მძიმე რეალობაა, შვილს არ უნდა, მამა გარეთ აღმოჩნდესპირველი არხი

კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სენმა ოჯახებშიც შეაღწია და მამაშვილურ ეტიმიოლოგიაზეც იქონია გავლენა, ეს ადამიანები საკუთარ ამბიციას ფუთავენ, რომ დესტრუქციული გზით ხელისუფლება შეცვალონ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 4 ოქტომბრის საქმეზე დანაშაულის ამღიარებელთა მიმართ სახელმწიფო ადეკვატურად ჰუმანურია.

„4 ოქტომბრის აქცია ძალადობრივი იყო და მიზნად ისახავდა ხელისუფლების დამხობას, მიუხედავად ამისა, ვინც მოინანიებს და აღიარებს დანაშაულს, სახელმწიფო იქნება ადეკვატურად ჰუმანური. ცალკეული დამნაშავეები სახელმწიფოს ამ სწორი მიდგომით სარგებლობენ, ისინი დანაშაულს აღიარებენ და მათ მიმართ სახელმწიფოს მიერ ადეკვატური მიდგომა არ აგვიანებს.

ზოგი ამ საკითხს ნეგატიურ კონტექსტში აშუქებს, რომ დაამუნათოს ის ადამიანები, ვინც დანაშაულს აღიარებს, ოჯახებშიც მძიმე რეალობაა, შვილს არ უნდა, მამა გარეთ აღმოჩნდეს. ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სენია, რომელმაც ოჯახებშიც შეაღწია და მამაშვილური ეტიმიოლოგიაზეც მოახდინა გავლენა. ეს ადამიანები საკუთარ ამბიციას ფუთავენ, რომ დესტრუქციული გზით ხელისუფლება შეცვალონ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსახელმწიფო მზად არის გადადგას ჰუმანური ნაბიჯი ყველა იმ დამნაშავე პირის მიმართ, რომელიც აღიარებს და მოინანიებს ჩადენილ დანაშაულს - დავით მათიკაშვილი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„4 ოქტომბრის აქცია ძალადობრივი იყო და მიზნად ისახავდა ხელისუფლების დამხობას, მიუხედავად ამისა, ვინც მოინანიებს და აღიარებს დანაშაულს, სახელმწიფო იქნება ადეკვატურად ჰუმანური. ცალკეული დამნაშავეები სახელმწიფოს ამ სწორი მიდგომით სარგებლობენ, ისინი დანაშაულს აღიარებენ და მათ მიმართ სახელმწიფოს მიერ ადეკვატური მიდგომა არ აგვიანებს. ზოგი ამ საკითხს ნეგატიურ კონტექსტში აშუქებს, რომ დაამუნათოს ის ადამიანები, ვინც დანაშაულს აღიარებს, ოჯახებშიც მძიმე რეალობაა, შვილს არ უნდა, მამა გარეთ აღმოჩნდეს. ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სენია, რომელმაც ოჯახებშიც შეაღწია და მამაშვილური ეტიმიოლოგიაზეც მოახდინა გავლენა. ეს ადამიანები საკუთარ ამბიციას ფუთავენ, რომ დესტრუქციული გზით ხელისუფლება შეცვალონ“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით მათიკაშვილი – სრულიად გამჭვირვალეა პარტიების აკრძალვის სამართლებრივი რეალიზაცია, რაც ცალკეული ძალების მიერ დიქტატორისკენ გადადგმულ ნაბიჯად არის შეფასებული, ეს არის მტკნარი სიცრუეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები