ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით მათიკაშვილი – პაატა ბურჭულაძის ლირიკა ნაკლებად საინტერესოა, გვახსოვს, როგორ ქმნიდნენ რევოლუციურ კომიტეტებს, დღეს კი ნიანგის ცრემლებით ცდილობენ, გამოძვრნენ ამ მოცემულობიდან

ქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა პაატა ბურჭულაძის განცხადებას უპასუხა და აღნიშნა, რომ ბურჭულაძის ხელმძღვანელობით რევოლუციური კომიტეტები იქმნებოდა, ხოლო 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს. თავის მხრივ, ბურჭულაძემ ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმება მონანიებაზე მეტად უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების გზაა.

დავით მათიკაშვილი – პაატა ბურჭულაძის ლირიკა ნაკლებად საინტერესოა, გვახსოვს, როგორ ქმნიდნენ რევოლუციურ კომიტეტებს, დღეს კი ნიანგის ცრემლებით ცდილობენ, გამოძვრნენ ამ მოცემულობიდან
დავით მათიკაშვილი – პაატა ბურჭულაძის ლირიკა ნაკლებად საინტერესოა, გვახსოვს, როგორ ქმნიდნენ რევოლუციურ კომიტეტებს, დღეს კი ნიანგის ცრემლებით ცდილობენ, გამოძვრნენ ამ მოცემულობიდანპირველი არხი

პაატა ბურჭულაძის ლირიკა ნაკლებად საინტერესოა, ყველას კარგად გვახსოვს, როგორ ქმნიდნენ რევოლუციურ კომიტეტებს სწორედ პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი ის იყო, მუდმივად იმეორებდნენ, რომ 4 ოქტომბერს დასრულდებოდა კანონიერად არჩეული ხელისუფლება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „4 ოქტომბერს დასრულდა რევოლუციური სურვილები, სახელმწიფო იდგა თავის ადგილას, დღეს კი ნიანგის ცრემლებით ცდილობენ, გამოძვრნენ ამ მოცემულობიდან“.

„მათ ჩაიდინეს დანაშაული, დიდმა ნაწილმა ეს აღიარა და მოითხოვა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება ბულინგს, ეს ის სამწუხარო მოცემულობაა, რომელსაც ჩვენ არაერთგზის ვაწყდებით ოპოზიციურ ფლანგზე. ისინი საკუთარ თანამებრძოლებსაც არ ინდობენ და მუდმივად ესხმიან თავს, როგორც კი რომელიმე მათაგანი სიმართლეს ხაზს გაუსვამს ან დაწერს იმ რეალურ ფაქტს, რომელიც საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა. თუმცა, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის 4 ოქტომბრის მონაწილე პირთა დანაშაულებრივი ქმედებებიც და ის შინაარსიც იმ აღიარებისა და დანაშაულის ხმამაღლა თქმისა, რომელიც მათ ჩაიდინეს 4 ოქტომბერს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

პაატა ბურჭულაძის ციხიდან წერილი 7 ოქტომბერს გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: „ყველამ ვიცით, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოსინამდვილე არის ერთი, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული, დიდმა ნაწილმა ამ პირთაგან აღიარა ეს დანაშაული და მოითხოვა საპროცესო შეთანხმება - დავით მათიკაშვილი
  2. რუსთავი 2სამთავრობომოსწყინდა ბატონ პაატას ციხეში ყოფნა და სურს გამოსვლა, მაგრამ თან თითქოს სახის შენარჩუნებაც უნდა თავისი რევოლუციური გაგებით. ერთია ფაქტი, ყველამ უნდა აღიაროს დანაშაული - დავით მათიკაშვილი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„4 ოქტომბერს დასრულდა რევოლუციური სურვილები, სახელმწიფო იდგა თავის ადგილას, დღეს კი ნიანგის ცრემლებით ცდილობენ, გამოძვრნენ ამ მოცემულობიდან“
„მათ ჩაიდინეს დანაშაული, დიდმა ნაწილმა ეს აღიარა და მოითხოვა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება ბულინგს, ეს ის სამწუხარო მოცემულობაა, რომელსაც ჩვენ არაერთგზის ვაწყდებით ოპოზიციურ ფლანგზე. ისინი საკუთარ თანამებრძოლებსაც არ ინდობენ და მუდმივად ესხმიან თავს, როგორც კი რომელიმე მათაგანი სიმართლეს ხაზს გაუსვამს ან დაწერს იმ რეალურ ფაქტს, რომელიც საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა. თუმცა, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის 4 ოქტომბრის მონაწილე პირთა დანაშაულებრივი ქმედებებიც და ის შინაარსიც იმ აღიარებისა და დანაშაულის ხმამაღლა თქმისა, რომელიც მათ ჩაიდინეს 4 ოქტომბერს“
„ყველამ ვიცით, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პაატა ბურჭულაძე – ყველამ ვიცით, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები