ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პაატა ბურჭულაძე – ყველამ ვიცით, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა

ქართული ოცნება

პაატა ბურჭულაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში გამოეხმაურა 4 ოქტომბრის ეროვნულ კრებაზე დაკავებულთა საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლების საკითხს. მისი თქმით, საპროცესო შეთანხმება არ არის მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან თავის დაღწევის საშუალებაა და მხარდაჭერა გამოუცხადა პოლიტიკურ პატიმრებსა და გიორგი დავითაძეს.

პაატა ბურჭულაძე – ყველამ ვიცით, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა
პაატა ბურჭულაძე – ყველამ ვიცით, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობააპირველი არხი

ციხის გარეთ მყოფნო „კეთილისმსურველებო“, დაიმახსოვრეთ, პოლიტიკურ ტყვეებს არ სჭირდებათ გარედან ფარისევლური „ვაიშებრალება“ და ცრემლის ღვრა. ისინი არიან გმირები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მრავალი წლით უნდა დარჩნენ ტყვეობაში და თავი არ დააღწიონ ამ უკანონობას, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის წერილშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში მის გვერდზე გამოქვეყნდა.

პაატა ბურჭულაძის თქმით, მხარდაჭერას უცხადებს „არა მხოლოდ სინდისისა და პოლიტიკურ პატიმრებს, არამედ არამედ გიორგი დავითაძესა და მის ოჯახს, ყველა პატიმარს, ვინც რეჟიმის ზეწოლისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია“.

„მინდა, გამოვეხმაურო 4 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ კრებაზე დაკავებულების, საპროცესო შეთანხმების შედეგად გათავისუფლების საკითხს, რომელსაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.

ყველა სასამართლო პროცესზე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ მე ვარ ამ ეროვნული კრების ერთადერთი ორგანიზატორი და სხვა არავინ. ვამაყობ ამ დღით და მისი ისტორიული მნიშვნელობით. მიმაჩნია, რომ ეს იყო ჩვენი ერთობისა და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სამაგალითო დღე, რომელმაც მიძინებული წინააღმდეგობა გამოაღვიძა და მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ პროტესტი არსად არ გამქრალა და რომ კვლავ ვიბრძვით და „ოცნება“ ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს.

ბრძოლას ყოველთვის სჭირდება თავგანწირვა. არ მგონია, რომ რომელიმე პოლიტიკური პატიმარი სინანულით იხსენებდეს იმ დღეს. პირიქით, ვიცი, რომ ისინი ამაყობენ და ბედნიერები არიან, რადგან იბრძოდნენ და იბრძვიან სამშობლოს განთავისუფლებისთვის. ხოლო, ციხის გარეთ მყოფნო „კეთილისმსურველებო“, დაიმახსოვრეთ, პოლიტიკურ ტყვეებს არ სჭირდებათ გარედან ფარისევლური „ვაიშებრალება“ და ცრემლის ღვრა! ისინი არიან გმირები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად მრავალი წლით უნდა დარჩნენ ტყვეობაში და თავი არ დააღწიონ ამ უკანონობას. მითუმეტეს, ყველამ ვიცით, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა.

ჩემი მხარდაჭერა არა მხოლოდ სინდისისა და პოლიტიკურ პატიმრებს, არამედ გიორგი დავითაძესა და მის ოჯახს, ყველა პატიმარს, ვინც რეჟიმის ზეწოლისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია! რეჟიმი დაშლის პირასაა და გამარჯვება გარდაუვალია! მთავარია, ვიყოთ ერთად და არ გავთითოკაცდეთ! მეამაყება, რომ ერთ-ერთი თქვენგანი ვარ! გაუმარჯოს დაუმონებელ, თავისუფალ და ევროპულ საქართველოს“, – წერს პაატა ბურჭულაძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მინდა, გამოვეხმაურო 4 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ კრებაზე დაკავებულების, საპროცესო შეთანხმების შედეგად გათავისუფლების საკითხს, რომელსაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ყველა სასამართლო პროცესზე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ მე ვარ ამ ეროვნული კრების ერთადერთი ორგანიზატორი და სხვა არავინ. ვამაყობ ამ დღით და მისი ისტორიული მნიშვნელობით. მიმაჩნია, რომ ეს იყო ჩვენი ერთობისა და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სამაგალითო დღე, რომელმაც მიძინებული წინააღმდეგობა გამოაღვიძა და მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ პროტესტი არსად არ გამქრალა და რომ კვლავ ვიბრძვით და „ოცნება“ ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს. ბრძოლას ყოველთვის სჭირდება თავგანწირვა. არ მგონია, რომ რომელიმე პოლიტიკური პატიმარი სინანულით იხსენებდეს იმ დღეს. პირიქით, ვიცი, რომ ისინი ამაყობენ და ბედნიერები არიან, რადგან იბრძოდნენ და იბრძვიან სამშობლოს განთავისუფლებისთვის. ხოლო, ციხის გარეთ მყოფნო „კეთილისმსურველებო“, დაიმახსოვრეთ, პოლიტიკურ ტყვეებს არ სჭირდებათ გარედან ფარისევლური „ვაიშებრალება“ და ცრემლის ღვრა! ისინი არიან გმირები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად მრავალი წლით უნდა დარჩნენ ტყვეობაში და თავი არ დააღწიონ ამ უკანონობას. მითუმეტეს, ყველამ ვიცით, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა. ჩემი მხარდაჭერა არა მხოლოდ სინდისისა და პოლიტიკურ პატიმრებს, არამედ გიორგი დავითაძესა და მის ოჯახს, ყველა პატიმარს, ვინც რეჟიმის ზეწოლისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია! რეჟიმი დაშლის პირასაა და გამარჯვება გარდაუვალია! მთავარია, ვიყოთ ერთად და არ გავთითოკაცდეთ! მეამაყება, რომ ერთ-ერთი თქვენგანი ვარ! გაუმარჯოს დაუმონებელ, თავისუფალ და ევროპულ საქართველოს“
პაატა ბურჭულაძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.