ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე პაატა ბურჭულაძის წერილზე - შესაძლებელია, რომ ან ბულინგისგან გაქცევას ცდილობდეს, ან საზოგადოებრივ აზრს საკუთარი გადაწყვეტილებისთვის ამზადებდეს

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ პაატა ბურჭულაძის წერილი შეაფასა და განაცხადა, რომ შესაძლოა ის ბულინგისგან გაქცევას ცდილობდეს ან საზოგადოებრივ აზრს ამზადებდეს. თავის მხრივ, ბურჭულაძემ ციხიდანგამოქვეყნებულ წერილში აღნიშნა, რომ საპროცესო შეთანხმება მონანიება არ არის, არამედ პატიმრობიდან გათავისუფლების შესაძლებლობაა.

არჩილ გორდულაძე პაატა ბურჭულაძის წერილზე - შესაძლებელია, რომ ან ბულინგისგან გაქცევას ცდილობდეს, ან საზოგადოებრივ აზრს საკუთარი გადაწყვეტილებისთვის ამზადებდეს
არჩილ გორდულაძე პაატა ბურჭულაძის წერილზე - შესაძლებელია, რომ ან ბულინგისგან გაქცევას ცდილობდეს, ან საზოგადოებრივ აზრს საკუთარი გადაწყვეტილებისთვის ამზადებდესინტერპრესნიუსი

შესაძლებელია, რომ ან ბულინგისგან გაქცევას ცდილობდეს, ან საზოგადოებრივ აზრს საკუთარი გადაწყვეტილებისთვის ამზადებდეს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძის წერილს გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებულ ადამიანებს მხოლოდ საზარბაზნე ხორცად აინტერესებთ ის პირები, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებში არიან ბრალდებულები ან მსჯავრდებულები.”

„ჩვენ ვნახეთ ათეულობით ადამიანის აღიარება ჩადენილი დანაშაულისა და შესაბამისი ჰუმანური მოპყრობა სახელმწიფოს მხრიდან საპროცესო შეთანხმების გაფორმებით. ამავდროულად ვნახეთ, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებულ ადამიანებს მხოლოდ საზარბაზნე ხორცად აინტერესებთ ის პირები, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებში არიან ბრალდებულები ან მსჯავრდებულები. ისინი უნდა შეეწირონ იმ დიად იდეას, რომელსაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის გამოყენება პროქსი სახელმწიფოდ და, შესაბამისად, მეორე ფრონტის გახსნა გარე მმართველობის დამყარების საფუძველზე.

თვითონ კონკრეტულად უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული ბატონი ბურჭულაძე რას გააკეთებს, ეს მისი გადასაწყვეტია. არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, ამავდროულად მის გვერდით მდგომი ადამიანები, რომლებიც ორგანიზებას უწევდნენ დანაშაულებრივ ქმედებას და ქვეყნის დამხობის, არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობას, შესაძლებელია, რომ ან ბულინგისგან გაქცევას ცდილობდეს, ან საზოგადოებრივ აზრს საკუთარი გადაწყვეტილებისთვის ამზადებდეს. ფაქტი ერთია, დადასტურებულია, მათ შორის ევროპარლამენტის რეზოლუციის ტყუილებით გაჯერება, რომ საქართველოში არავითარი მშვიდობიანი აქციები 2024 წლის დეკემბერში ან ნოემბერში არ ტარდებოდა, არც 2025 წლის დასაწყისში, არც 2025 წლის 4 ოქტომბერს. ეს იყო ძალადობრივი აქციების გზით ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რაც აღიარებული აქვს არა ერთ, ან ორ ადამიანს, არამედ უშუალოდ ამ პროცესში მონაწილე ათეულობით პირს. კეთილი ინებონ და აღიარონ თავიანთი დანაშაულებები და თუ მოინანიებენ, სახელმწიფოს მხრიდან მათ მიმართ იქნება, ჰუმანური მიდგომა,”-განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძემ წერილი გუშინ ციხიდან გამოაქვეყნა. მისი თქმით, „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა.

„ციხის გარეთ მყოფნო „კეთილისმსურველებო“, დაიმახსოვრეთ, პოლიტიკურ ტყვეებს არ სჭირდებათ გარედან ფარისევლური „ვაიშებრალება“ და ცრემლის ღვრა! ისინი არიან გმირები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად მრავალი წლით უნდა დარჩნენ ტყვეობაში" , - წერს ბურჭულაძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ციხის გარეთ მყოფნო „კეთილისმსურველებო“, დაიმახსოვრეთ, პოლიტიკურ ტყვეებს არ სჭირდებათ გარედან ფარისევლური „ვაიშებრალება“ და ცრემლის ღვრა! ისინი არიან გმირები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად მრავალი წლით უნდა დარჩნენ ტყვეობაში“
„გაერთიანებულ ადამიანებს მხოლოდ საზარბაზნე ხორცად აინტერესებთ ის პირები, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებში არიან ბრალდებულები ან მსჯავრდებულები. ისინი უნდა შეეწირონ იმ დიად იდეას, რომელსაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის გამოყენება პროქსი სახელმწიფოდ და, შესაბამისად, მეორე ფრონტის გახსნა გარე მმართველობის დამყარების საფუძველზე. თვითონ კონკრეტულად უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული ბატონი ბურჭულაძე რას გააკეთებს, ეს მისი გადასაწყვეტია. არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, ამავდროულად მის გვერდით მდგომი ადამიანები, რომლებიც ორგანიზებას უწევდნენ დანაშაულებრივ ქმედებას და ქვეყნის დამხობის, არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობას, შესაძლებელია, რომ ან ბულინგისგან გაქცევას ცდილობდეს, ან საზოგადოებრივ აზრს საკუთარი გადაწყვეტილებისთვის ამზადებდეს. ფაქტი ერთია, დადასტურებულია, მათ შორის ევროპარლამენტის რეზოლუციის ტყუილებით გაჯერება, რომ საქართველოში არავითარი მშვიდობიანი აქციები 2024 წლის დეკემბერში ან ნოემბერში არ ტარდებოდა, არც 2025 წლის დასაწყისში, არც 2025 წლის 4 ოქტომბერს. ეს იყო ძალადობრივი აქციების გზით ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რაც აღიარებული აქვს არა ერთ, ან ორ ადამიანს, არამედ უშუალოდ ამ პროცესში მონაწილე ათეულობით პირს. კეთილი ინებონ და აღიარონ თავიანთი დანაშაულებები და თუ მოინანიებენ, სახელმწიფოს მხრიდან მათ მიმართ იქნება, ჰუმანური მიდგომა,“
არჩილ გორდულაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების ნაწილის მიერ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნაზე - როცა ადამიანები აღიარებენ საკუთარ ნამოქმედარს და ინანიებენ დანაშაულებრივ ქმედებას, ეს ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფო ბრალდება იყო მართალიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები