გმირები არიან, თუმცა ტყვეობაში არ უნდა დარჩნენ - ბურჭულაძე მათზე, ვინც საპროცესო შეთანხმებას აფორმებს
პაატა ბურჭულაძემ მხარი დაუჭირა იმ მსჯავრდებულებს, რომლებიც „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებენ და აღნიშნა, რომ ეს უკანონო პატიმრობისგან თავის დაღწევის შესაძლებლობაა. განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა მისმა შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ, რომელმაც ეს ქმედება გააკრიტიკა.

„ციხის გარეთ მყოფნო „კეთილისმსურველებო“, დაიმახსოვრეთ, პოლიტიკურ ტყვეებს არ სჭირდებათ გარედან ფარისევლური „ვაიშებრალება“ და ცრემლის ღვრა“, - მიმართავს ის მოქალაქეთა ნაწილს.
„ისინი არიან გმირები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად მრავალი წლით უნდა დარჩნენ ტყვეობაში და თავი არ დააღწიონ ამ უკანონობას. მითუმეტეს, ყველამ ვიცით, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა“, - წერს პაატა ბურჭულაძე 7 ოქტომბერს მის ფეისბუკზე გამოქვეყნებულ წერილში.
განსხვავებული პოზიცია აქვს პაატა ბურჭულაძის ვაჟს, შუქრი ბურჭულაძეს, რომელმაც საპროცესო შეთანხმებისკენ დაძრული პროცესი უარყოფითად შეაფასა და 5 ოქტომბერს დაწერა:
„ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი!.. პატიმარი, რომელიც ქართული რეჟიმის აღვირახსნილობას სიცოცხლის ფასად დაუპირისპირდა, გარდაიქმნა გმირად, ხოლო რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი... მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე“.
პაატა ბურჭულაძე იმეორებს: „მე ვარ ამ ეროვნული კრების ერთადერთი ორგანიზატორი და სხვა არავინ“.
„არ მგონია, რომ რომელიმე პოლიტიკური პატიმარი სინანულით იხსენებდეს იმ დღეს. პირიქით, ვიცი, რომ ისინი ამაყობენ და ბედნიერები არიან, რადგან იბრძოდნენ და იბრძვიან სამშობლოს განთავისუფლებისთვის“, - წერს იგი.
საპროცესო შეთანხმება პროკურატურასთან
2025 წლის 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეში ორგანიზატორებად მსჯავრდადებულთა ნაწილი საპროცესო შეთანხმებას აფორმებს, რაც ბრალის ფორმალური აღიარების გარეშე შეუძლებელია.
ინფორმაციამ ამ გადაწყვეტილების შესახებ ორად გაყო მათი თანამოაზრეები და მხარდამჭერები.
პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის შეკრების ორგანიზებისთვის გასამართლებულთა ჯგუფიდან მხოლოდ ორი მსჯავრდადებულია დასახელებული:
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მურთაზ ზოდელავა
თადარიგის პოლკოვნიკი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლაშა ბერიძე.
მათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
„მშვიდობიანი დამხობის“ საქმეს ახლა სააპელაციო სასამართლო განიხილავს.
ზოდელავასა და ბერიძის საკითხების ცალკე გამოყოფის შემდეგ, 5 ოქტომბერს, მოსამართლე თეა ლეონიძემ სხდომა გადადო. პროცესი 13 ოქტომბერს განახლდება.
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალი ჯამში 64 ადამიანს წაუყენეს.
22 მათგანი საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან;
საპროცესო შეთანხმებით, ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდება 12 ადამიანი.
ციტატები სტატიიდან
„ციხის გარეთ მყოფნო „კეთილისმსურველებო“, დაიმახსოვრეთ, პოლიტიკურ ტყვეებს არ სჭირდებათ გარედან ფარისევლური „ვაიშებრალება“ და ცრემლის ღვრა“
„ისინი არიან გმირები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად მრავალი წლით უნდა დარჩნენ ტყვეობაში და თავი არ დააღწიონ ამ უკანონობას. მითუმეტეს, ყველამ ვიცით, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა“
„ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი!.. პატიმარი, რომელიც ქართული რეჟიმის აღვირახსნილობას სიცოცხლის ფასად დაუპირისპირდა, გარდაიქმნა გმირად, ხოლო რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი... მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე“
„მე ვარ ამ ეროვნული კრების ერთადერთი ორგანიზატორი და სხვა არავინ“
„არ მგონია, რომ რომელიმე პოლიტიკური პატიმარი სინანულით იხსენებდეს იმ დღეს. პირიქით, ვიცი, რომ ისინი ამაყობენ და ბედნიერები არიან, რადგან იბრძოდნენ და იბრძვიან სამშობლოს განთავისუფლებისთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.