"ოცნების "არჩევნების" დღეს, ჩვენ ისინი გადავირჩიეთ!" - პაატა ბურჭულაძე წერილს აქვეყნებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მომღერალი პაატა ბურჭულაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს, სადაც 4 ოქტომბრის მოვლენებს ეროვნულ კრებას უწოდებს და აღნიშნავს, რომ მოქალაქეებმა დეკლარაცია მიიღეს. იგი ოპოზიციას უკეთესი სამოქმედო გეგმის შეთავაზებისკენ მოუწოდებს.

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მომღერალი პაატა ბურჭულაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს.
ბურჭულაძე 4 ოქტომბრის მოვლენებს ეროვნულ კრებას უწოდებს - მისი თქმით, ამ დღეს ქართველმა ხალხმა მიიღო დეკლარაცია, რომელსაც "ათობით ათასმა მოქალაქემ უყარა კენჭი". იგი ასევე ამატებს, რომ ოპოზიციის ვალია არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა და მოუწოდებს მათ, რომ "დაუსრულებელი ლაპარაკის და აზრების გამოთქმის გარდა" მოქალაქეებს შესთავაზონ უკეთესი სამოქმედო გეგმა.
"4 ოქტომბერს ერთი წელი სრულდება, რაც პირველად საქართველოს ისტორიაში მოქალაქეებმა ჩავატარეთ ეროვნული კრება, რომელსაც არა მარტო ყველა ქალაქიდან და რაიონული ცენტრიდან, არამედ თითქმის ყველა სოფელიდანაც ესწრებოდნენ წარმამდგენლები. ასევე, კრებაზე სპეციალურად იყვნენ ჩამოსული დელეგატები აფხაზეთიდან (გალის რაიონი), სამაჩაბლოდან და ემიგრაციიდან.
ერთ-ერთი პროცესზე ჩემმა ადვოკატმა ილიას სიტყვები მოიყვანა არგუმენტად ღვინის დაწურვაზე. ახალდაწურული ღვინო თავიდან დუღს და ყველაფერი ერთმანეთში ირევა, სიტკბო, სიმწარე და ნალექიც. მერე დრო გადის და ღვინო იწმინდება და თავის ნამდვილ ფერს იძენს. სწორედ ამ გზას გადის საქართველოს ეროვნული კრება და რაც დრო გადის, უფრო ფასდება მისი მნიშვნელობა. ბევრ არაკეთილმოსურნეს ამა თუ იმ მიზეზების გამო უნდოდა და ახლაც უნდა მისი დაკნინება, მაგრამ არ გამოუვიდა; კრება შედგა! მან ერთხმად მიიღო დეკლარაცია და ეს ფაქტია. მართალია ოცნება ჯიუტად არ იმჩნევს, დეკლარაციას, რომელსაც ერთხმად ასობით ათასმა მოქალაქემ უყარა კენჭი და აგრძელებს ბოროტად „მთავრობანას“ თამაშს, მაგრამ ხალხის მხარდაჭერის გარეშე ის უკვე დიდხანს ვერ გასტანს.
ვღებულობ წერილებს, მადლობელი ვარ იმ პოლიტიკოსების, რომლებიც მწერენ რომ მათ შეიცვალეს აზრი და ახლა ხედავენ, დადებითად აფასებენ კრების გადაწყვეტილებას და დარწმუნებული არიან, რომ რაც დრო გავა, ის უფრო დაფასდება და ის უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში. იმ ოპო-პოლიტიკოსებს კი რომლებიც დღესაც აკრიტიკებენ 4 ოქტომბერს, ვუსურვებ რომ დაუსრულებელი ლაპარაკის და აზრების გამოთქმის გარდა უკეთესი სამოქმედო გეგმა შემოგვთავაზონ და ჩვენ საქართველოს მოქალაქეები მათ გავყვებით. მაგრამ ერთი რამ არ დაივიწყონ რომ დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან.
შეგახსენებთ, რომ, საქართველოს მოქალაქეებმა, 4 ოქტომბერს ჩავატარეთ ოცნების „გადარჩევნები“; ხოლო არჩევნების ჩატარება პოლიტიკოსებმა უნდა უზრუნველყონ.
ჩემო თანამებრძოლენო!
• ჩვენ ეს შევძელით: ოცნების „არჩევნების“ დღეს, ჩვენ ისინი გადავირჩიეთ!
• თვითმარქვიების დრო სამუდამოდ უნდა მორჩეს საქართველოში. სანამ ერთად ვართ ჩვენ ვერც შიდა და ვერც გარე მტერი ვერ დაგვამარცხებს!
• გამარჯვება გარდაუვალია!
• გაუმარჯოს თავისუფალ, ერთიან, ევროპულ საქართველოს, ბრძოლა ბოლომდე!" - წერს ბურჭულაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
ციტატები სტატიიდან
„4 ოქტომბერს ერთი წელი სრულდება, რაც პირველად საქართველოს ისტორიაში მოქალაქეებმა ჩავატარეთ ეროვნული კრება, რომელსაც არა მარტო ყველა ქალაქიდან და რაიონული ცენტრიდან, არამედ თითქმის ყველა სოფელიდანაც ესწრებოდნენ წარმამდგენლები. ასევე, კრებაზე სპეციალურად იყვნენ ჩამოსული დელეგატები აფხაზეთიდან (გალის რაიონი), სამაჩაბლოდან და ემიგრაციიდან. ერთ-ერთი პროცესზე ჩემმა ადვოკატმა ილიას სიტყვები მოიყვანა არგუმენტად ღვინის დაწურვაზე. ახალდაწურული ღვინო თავიდან დუღს და ყველაფერი ერთმანეთში ირევა, სიტკბო, სიმწარე და ნალექიც. მერე დრო გადის და ღვინო იწმინდება და თავის ნამდვილ ფერს იძენს. სწორედ ამ გზას გადის საქართველოს ეროვნული კრება და რაც დრო გადის, უფრო ფასდება მისი მნიშვნელობა. ბევრ არაკეთილმოსურნეს ამა თუ იმ მიზეზების გამო უნდოდა და ახლაც უნდა მისი დაკნინება, მაგრამ არ გამოუვიდა; კრება შედგა! მან ერთხმად მიიღო დეკლარაცია და ეს ფაქტია. მართალია ოცნება ჯიუტად არ იმჩნევს, დეკლარაციას, რომელსაც ერთხმად ასობით ათასმა მოქალაქემ უყარა კენჭი და აგრძელებს ბოროტად „მთავრობანას“ თამაშს, მაგრამ ხალხის მხარდაჭერის გარეშე ის უკვე დიდხანს ვერ გასტანს. ვღებულობ წერილებს, მადლობელი ვარ იმ პოლიტიკოსების, რომლებიც მწერენ რომ მათ შეიცვალეს აზრი და ახლა ხედავენ, დადებითად აფასებენ კრების გადაწყვეტილებას და დარწმუნებული არიან, რომ რაც დრო გავა, ის უფრო დაფასდება და ის უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში. იმ ოპო-პოლიტიკოსებს კი რომლებიც დღესაც აკრიტიკებენ 4 ოქტომბერს, ვუსურვებ რომ დაუსრულებელი ლაპარაკის და აზრების გამოთქმის გარდა უკეთესი სამოქმედო გეგმა შემოგვთავაზონ და ჩვენ საქართველოს მოქალაქეები მათ გავყვებით. მაგრამ ერთი რამ არ დაივიწყონ რომ დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან. შეგახსენებთ, რომ, საქართველოს მოქალაქეებმა, 4 ოქტომბერს ჩავატარეთ ოცნების „გადარჩევნები“; ხოლო არჩევნების ჩატარება პოლიტიკოსებმა უნდა უზრუნველყონ. ჩემო თანამებრძოლენო! • ჩვენ ეს შევძელით: ოცნების „არჩევნების“ დღეს, ჩვენ ისინი გადავირჩიეთ! • თვითმარქვიების დრო სამუდამოდ უნდა მორჩეს საქართველოში. სანამ ერთად ვართ ჩვენ ვერც შიდა და ვერც გარე მტერი ვერ დაგვამარცხებს! • გამარჯვება გარდაუვალია! • გაუმარჯოს თავისუფალ, ერთიან, ევროპულ საქართველოს, ბრძოლა ბოლომდე!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.