პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მალგოჟატა გოშევსკა – დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლეთ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და ყველა სხვა პოლიტიკური პატიმარი, მიეცით მათ ევროკავშირში შემოსვლის საშუალება

ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა, რომ საქართველოში ოლიგარქიული დიქტატურის დამყარების მცდელობაა. მან მოითხოვა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

მალგოჟატა გოშევსკა – დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლეთ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და ყველა სხვა პოლიტიკური პატიმარი, მიეცით მათ ევროკავშირში შემოსვლის საშუალება
პირველი არხი

საქართველოში არის ოლიგარქიული დიქტატურის დამყარების მცდელობა, ამ პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი კი არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მალგოჟატა გოშევსკამ ევროპარლამენტში დებატების დროს განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საპატიმრებულია იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც საქართველოს ევროპული გზიდან აცილება სურთ.

ბიძინა ივანიშვილი ანადგურებს დემოკრატიას საქართველოში და ქვეყანა რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიჰყავს. მან ხელში ჩაიგდო ინსტიტუტები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სასამართლო სისტემა, დევნის ოპოზიციას და სურს პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების უკანონოდ გამოცხადება. ეს აღარ არის პოლიტიკური კრიზისი. ეს არის ოლიგარქიული დიქტატურის დამყარების მცდელობა. ამ პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი კი არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც იბრძოდა თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ეწინააღმდეგებოდა რუსულ აგრესიას და ახლა დაპატიმრებულია იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც საქართველოს ევროპული გზიდან აცილება სურთ. ნება მომეცით, ეს ხმამაღლა და მკაფიოდ ვთქვა: დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი და ყველა სხვა პოლიტიკური პატიმარი, მიეცით მათ ევროკავშირში შემოსვლის საშუალება. ნება მომეცით, ვთქვა, შევწყვიტოთ მხოლოდ გმობა. დადგა დრო გადამწყვეტი და კოორდინირებული მოქმედებისა ივანიშვილის, მისი აქტივებისა და იმ ადამიანების მთელი ქსელის წინააღმდეგ, რომლებიც ამ რეპრესიულ სისტემას ინარჩუნებენ. საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს და ევროპას და არა ივანიშვილს. ჩვენ მას პუტინს არ დავუთმოთ“, – განაცხადა მალგოჟატა გოშევსკამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოევროპარლამენტარი მალგოჟატა გოშევსკა: მინდა ხმამაღლა და მკაფიოდ ვთქვა - გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ და უპირობოდ
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმალგოჟატა გოშევსკა - საქართველოში ეს აღარაა პოლიტიკური კრიზისი, ოლიგარქიული დიქტატურის ჩამოყალიბების მცდელობაა - ივანიშვილისა და მისი აქტივების წინააღმდეგ გადამწყვეტი და კოორდინირებული ქმედებების დრო მოვიდა - საქართველოს პუტინს არ დავუთმობთ
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რასა იუკნევიჩიენე – სანქციები აუცილებელია ივანიშვილისა და ყველა პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ, წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა დაიცადონ, თავისუფლების წყურვილი შიშზე ძლიერიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები