პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროპარლამენტარი მალგოჟატა გოშევსკა: მინდა ხმამაღლა და მკაფიოდ ვთქვა - გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ და უპირობოდ

ევროპარლამენტის წევრმა მალგოჟატა გოშევსკამ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა და ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ოლიგარქიული დიქტატურის დამყარებაში დაადანაშაულა.

ევროპარლამენტარი მალგოჟატა გოშევსკა: მინდა ხმამაღლა და მკაფიოდ ვთქვა - გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ და უპირობოდ
იმედინიუსი

ბიძინა ივანიშვილი ანადგურებს დემოკრატიას საქართველოში და ქვეყანა რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიჰყავს - მან ხელში ჩაიგდო სახელმწიფო ინსტიტუტები, სასამართლო სისტემა, დევნის ოპოზიციას და სურს ოპოზიციური პარტიების კანონგარეშედ გამოცხადება, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა მალგოჟატა გოშევსკამ.

„ეს უკვე აღარ არის პოლიტიკური კრიზისი, ეს არის ოლიგარქიული დიქტატურის დამყარების მცდელობა. ამ პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი კი მიხეილ სააკაშვილია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც იბრძოდა თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ეწინააღმდეგებოდა რუსულ აგრესიას და ახლა დაპატიმრებულია იმ ადამიანების მიერ, ვისაც საქართველოს ევროპული გზიდან გადაყვანა სურს. მინდა ეს ხმამაღლა და მკაფიოდ ვთქვა: გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ, უპირობოდ, ისევე, როგორც ყველა სხვა პოლიტპატიმარი და მივცეთ მათ საშუალება შევიდნენ ევროკავშირში. ასევე მინდა ვთქვა: შევწყვიტოთ უბრალოდ დაგმობა. დადგა გადამჭრელი და კოორდინირებული მოქმედებების დრო ივანიშვილის, მისი აქტივებისა და იმ ადამიანთა მთელი ქსელის წინააღმდეგ, რომლებიც ინარჩუნებენ ჩაგვრის ამ სისტემას“, - თქვა მან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმალგოჟატა გოშევსკა - საქართველოში ეს აღარაა პოლიტიკური კრიზისი, ოლიგარქიული დიქტატურის ჩამოყალიბების მცდელობაა - ივანიშვილისა და მისი აქტივების წინააღმდეგ გადამწყვეტი და კოორდინირებული ქმედებების დრო მოვიდა - საქართველოს პუტინს არ დავუთმობთ
  2. პირველი არხისამთავრობომალგოჟატა გოშევსკა – დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლეთ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და ყველა სხვა პოლიტიკური პატიმარი, მიეცით მათ ევროკავშირში შემოსვლის საშუალება
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რასა იუკნევიჩიენე: საქართველოს ბიძინიზაცია დამარცხდება - სანქციები აუცილებელია ივანიშვილისა და ყველა პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები