პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოში ბიძინიზაცია დამარცხდება! - რასა იუკნევიჩიანე

ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა, რომ საქართველო დაკარგული არ არის და ქართველების უმრავლესობას ევროპული მომავალი სურს. მან მოუწოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ბიძინა ივანიშვილისა და პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციები დააწესონ.

საქართველოში ბიძინიზაცია დამარცხდება! - რასა იუკნევიჩიანე
TV პირველი

საქართველო „დაკარგული“ არ არის და ქართველების უმრავლესობას კვლავ ევროპული მომავალი სურს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, „ივანიშვილის რეჟიმმა რუსეთი აირჩია ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფით“ და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბიძინა ივანიშვილისა და სხვა პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციები უნდა დააწესონ.

ზოგიერთს ჰგონია, რომ საქართველო დაკარგულია. ამბობენ –მოდით რეალისტები ვიყოთ და შეეგუეთ სიტუაციასო. ბევრს ეგონა, რომ ჩვენ, ლიეტუველებიც დაკარგულები ვიყავით, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ქართველებს ფარი-ხმალი არ დაუყრიათ. უმრავლესობას კვლავ ევროპული მომავალი სურს. სწორედ ამიტომმ არის დღეს ჩვენი გზავნილი მათთვის ასეთი მნიშვნელოვანი. რეჟიმს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურს. მან აიძულა გერმანული პოლიტიკური ფონდები, დაეხურათ თავიანთი ოფისები თბილისში. ციხეში სვამენ მათ, ვინც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის იბრძვის. ეს გასაკვირი არ არის. ივანიშვილის რეჟიმმა რუსეთი აირჩია ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფით. პუტინიზმი დამარცხდება! საქართველოში ბიძინიზაცია დამარცხდება! რუსეთი არავისთვის არ არის მომავალი. სანქციები აუცილებელია ივანიშვილისა და ყველა პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა არ უნდა დაიცადონ. თავისუფლების სურვილი შიშზე ძლიერია. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით უნდა ვიდგეთ, - განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები იმართება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობორასა იუკნევიჩიენე: საქართველოს ბიძინიზაცია დამარცხდება - სანქციები აუცილებელია ივანიშვილისა და ყველა პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ
  2. პირველი არხისამთავრობორასა იუკნევიჩიენე – სანქციები აუცილებელია ივანიშვილისა და ყველა პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ, წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა დაიცადონ, თავისუფლების წყურვილი შიშზე ძლიერია
  3. ტაბულაოპოზიციურიიუკნევიჩიენე: საქართველოს ბიძინიზაცია დამარცხდება... სანქციების დაწესება აუცილებელია
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“ბოლო არჩევნები გაყალბდა, ჩვენ “ოცნებას” არ ვაღიარებთ” – რასა იუკნევიჩიანეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები