მალგოჟატა გოშევსკა - საქართველოში ეს აღარაა პოლიტიკური კრიზისი, ოლიგარქიული დიქტატურის ჩამოყალიბების მცდელობაა - ივანიშვილისა და მისი აქტივების წინააღმდეგ გადამწყვეტი და კოორდინირებული ქმედებების დრო მოვიდა - საქართველოს პუტინს არ დავუთმობთ
ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა, რომ საქართველოში ოლიგარქიული დიქტატურის ჩამოყალიბების მცდელობა მიმდინარეობს და ბიძინა ივანიშვილისა და მისი აქტივების წინააღმდეგ გადამწყვეტი და კოორდინირებული ქმედებების დროა.

გადამწყვეტი და კოორდინირებული ქმედებების დრო მოვიდა ივანიშვილისა და მისი აქტივების წინააღმდეგ. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ ევროპარლამენტში “ქართული ოცნების” მიერ ოპოზიციური პარტიები აკრძალვის მცდელობების თაობაზე გამართულ დებატებზე განაცხადა.
“ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიას ანადგურებს საქართველოში და ქვეყანა რუსული სტილის დიქტატურისკენ მიყავს. მან მიიტაცა სახელმწიფო ინსტიტუტები, სასამართლო, დევნის ოპოზიციას და სურს ოპოზიციური პარტიები აკრძალვა.
ეს აღარაა პოლიტიკური კრიზისი, ეს ოლიგარქიული დიქტატურის ჩამოყალიბების მცდელობაა და ამ პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი მიხაილ სააკაშვილია - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძოდა, წინააღმდეგობას უწევდა რუსულ აგრესიას და ახლა დაპატიმრებულია იმ ხალხის მიერ, ვისაც საქართველოს ევროპული გზიდან გადაყვანა სურთ.
საშუალება მომეცით ხმამაღლა და ნათლად ვთქვა - დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი და ყველა სხვა პოლიტპატიმარი. საშუალება მომეცით ვთქვა - შევწყვიტოთ უბრალოდ დაგმობა, გადამწყვეტი და კოორდინირებული ქმედებების დრო მოვიდა ივანიშვილისა და მისი აქტივების წინააღმდეგ, ხალხის მთელი ქსელის წინააღმდეგ, ვინც უზრუნველყოფს რეპრესიების სისტემას.
საქართველოს ქართველ ხალხს ეკუთვნის და მისი ადგილი ევროპაშია. ის არ ეკუთვნის ივანიშვილს. მას [საქართველოს] პუტინს არ დავუთმობთ,” - განაცხადა გოშევსკამ.
ციტატები სტატიიდან
„ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიას ანადგურებს საქართველოში და ქვეყანა რუსული სტილის დიქტატურისკენ მიყავს. მან მიიტაცა სახელმწიფო ინსტიტუტები, სასამართლო, დევნის ოპოზიციას და სურს ოპოზიციური პარტიები აკრძალვა. ეს აღარაა პოლიტიკური კრიზისი, ეს ოლიგარქიული დიქტატურის ჩამოყალიბების მცდელობაა და ამ პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი მიხაილ სააკაშვილია - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძოდა, წინააღმდეგობას უწევდა რუსულ აგრესიას და ახლა დაპატიმრებულია იმ ხალხის მიერ, ვისაც საქართველოს ევროპული გზიდან გადაყვანა სურთ. საშუალება მომეცით ხმამაღლა და ნათლად ვთქვა - დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი და ყველა სხვა პოლიტპატიმარი. საშუალება მომეცით ვთქვა - შევწყვიტოთ უბრალოდ დაგმობა, გადამწყვეტი და კოორდინირებული ქმედებების დრო მოვიდა ივანიშვილისა და მისი აქტივების წინააღმდეგ, ხალხის მთელი ქსელის წინააღმდეგ, ვინც უზრუნველყოფს რეპრესიების სისტემას. საქართველოს ქართველ ხალხს ეკუთვნის და მისი ადგილი ევროპაშია. ის არ ეკუთვნის ივანიშვილს. მას [საქართველოს] პუტინს არ დავუთმობთ,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.