"ჩვენ რაც დავინახეთ, არაფერი არ ეტყობოდა, რომ ბადრაგები ნერვიულობენ ამ პატიმრის ღირსებაზე იმ მომენტში და მე მგონი, ეს მთავარი პრობლემაა" - ალექსანდრე რაქვიაშვილი დავითაძის საქმეზე
თავისუფალი ხალხის პარტიის სათათბიროს წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა, პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატიმრის უფლებებისა და ღირსების შელახვა, უსაფრთხოების მოტივითაც კი, დაუშვებელია.

"თავისუფალი ხალხის პარტიის" სათათბიროს წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, "ღამის კურიერის" ეთერში, პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეს ეხმაურება.
მისი შეფასებით, პატიმრის უფლებებისა და ღირსების შელახვა, უსაფრთხოების მოტივითაც კი, დაუშვებელია.
რაქვიაშვილისვე განმარტებით, საკითხი საკმაოდ რთულია, რადგან ერთი მხრივ, ადამიანები ასეთ რამეებს არ იბრალებენ, ხოლო მეორე მხრივ, გავრცელებული კადრები ცალსახა მტკიცებულებას ვერ იძლევა. თუმცა, მისი თქმით, ფაქტია, რომ კადრებში ძალის გამოყენება ჩანს.
"ნამდვილად რთული თემაა, იმიტომ რომ ზოგადად, ერთი მხრივ, ასეთ რაღაცებს არ იბრალებენ, რომ ასეთი რაღაც დაემართათ და რთულია დაიჯერო, ადამიანმა უბრალოდ ასეთი ტყუილი თქვა. მეორე, ეს კადრები ცალსახა რაღაც მტკიცებულებას ვერ იტყვის, ან აქეთ მხარეს, ან იქეთ მხარეს. ფაქტია, რომ არაფერი კარგი არ ხდება. ფაქტია, რომ ძალას იყენებენ, და მეტიც, ციხეში ზოგადად ადამიანის მიმართ კი, პატიმარია შეზღუდულ უფლებებში, მაგრამ ღირსების შელახვა არ შეიძლება. მაგრამ ღირსების შემლახველი პრაქტიკები დღემდე გამოიყენება ციხეში და, მე მგონი, ეს არის მთავარი პრობლემა. შეიძლება მერე ამ პრაქტიკებს განსხვავებული ინტერპრეტაციები მივცეთ, მაგრამ თუნდაც, როცა ადამიანს რაღაც ჩხრეკენ ისე, რომ, არ ვიცი, სხეულში შეღწევაზეა და ეს რაღაც ამორალურად შეიძლება გამოიყურებოდეს და ადამიანმა აღიქვას სულ სხვაგვარად და ძალადობად, ეს არ შეიძლება ასე ხდებოდეს. ანუ, პატიმარი, რომელიც 24 საათი დაკვირვების ქვეშ იმყოფება, მას თუ რაღაც ნივთი, შენი აზრით, აღმოაჩნდა, ხომ გამოძიების შედეგი უნდა იყოს, ესე იგი, ადმინისტრაციამ რაღაც შეცდომა დაუშვა და მერე ამის, რაღაც ბოლოს და ბოლოს, თვითონ წესებიც ციხის ამბობს, რომ ეს არ შეიძლება ასე გაკეთდეს, ეს უნდა იყოს, არ ვიცი, ექიმთან გაკეთებული და ანუ, სხვა პროცედურებია, რომ ყველაფერი.
გასაგებია, რომ შეიძლება ძალა რაღაც მომენტში დაგჭირდეს, ციხეა, ბოლოს და ბოლოს, ანგელოზები იქ არ არიან ხოლმე უმეტესწილად, მაგრამ ისე უნდა გააკეთო, რომ ღირსება არ შელახო. ჩვენ რაც დავინახეთ, არაფერი არ ეტყობოდა იმას, რომ ბადრაგები ნერვიულობენ ამ პატიმრის ღირსებაზე იმ მომენტში და მე მგონი, ეს მთავარი პრობლემაა ზოგადად.
ახლა ზუსტად რა მოხდა, მოხდა თუ არა და რაშია საქმე, უბრალოდ, რთულიც არის ამაზე მსჯელობა. მაგრამ ის, რომ არ შეიძლება თუნდაც, არ ვიცი, უსაფრთხოების და რაღაც ასეთი მოტივებით ადამიანის ღირსების შელახვა, თუნდაც ის პატიმარი იყოს, თუნდაც, არ ვიცი, ძალიან ცუდი რამ ჩადენილი წარსულში ჰქონდეს და ა.შ. მე მგონი, ეს ცხადია და ეს პრობლემაა," - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ნამდვილად რთული თემაა, იმიტომ რომ ზოგადად, ერთი მხრივ, ასეთ რაღაცებს არ იბრალებენ, რომ ასეთი რაღაც დაემართათ და რთულია დაიჯერო, ადამიანმა უბრალოდ ასეთი ტყუილი თქვა. მეორე, ეს კადრები ცალსახა რაღაც მტკიცებულებას ვერ იტყვის, ან აქეთ მხარეს, ან იქეთ მხარეს. ფაქტია, რომ არაფერი კარგი არ ხდება. ფაქტია, რომ ძალას იყენებენ, და მეტიც, ციხეში ზოგადად ადამიანის მიმართ კი, პატიმარია შეზღუდულ უფლებებში, მაგრამ ღირსების შელახვა არ შეიძლება. მაგრამ ღირსების შემლახველი პრაქტიკები დღემდე გამოიყენება ციხეში და, მე მგონი, ეს არის მთავარი პრობლემა. შეიძლება მერე ამ პრაქტიკებს განსხვავებული ინტერპრეტაციები მივცეთ, მაგრამ თუნდაც, როცა ადამიანს რაღაც ჩხრეკენ ისე, რომ, არ ვიცი, სხეულში შეღწევაზეა და ეს რაღაც ამორალურად შეიძლება გამოიყურებოდეს და ადამიანმა აღიქვას სულ სხვაგვარად და ძალადობად, ეს არ შეიძლება ასე ხდებოდეს. ანუ, პატიმარი, რომელიც 24 საათი დაკვირვების ქვეშ იმყოფება, მას თუ რაღაც ნივთი, შენი აზრით, აღმოაჩნდა, ხომ გამოძიების შედეგი უნდა იყოს, ესე იგი, ადმინისტრაციამ რაღაც შეცდომა დაუშვა და მერე ამის, რაღაც ბოლოს და ბოლოს, თვითონ წესებიც ციხის ამბობს, რომ ეს არ შეიძლება ასე გაკეთდეს, ეს უნდა იყოს, არ ვიცი, ექიმთან გაკეთებული და ანუ, სხვა პროცედურებია, რომ ყველაფერი. გასაგებია, რომ შეიძლება ძალა რაღაც მომენტში დაგჭირდეს, ციხეა, ბოლოს და ბოლოს, ანგელოზები იქ არ არიან ხოლმე უმეტესწილად, მაგრამ ისე უნდა გააკეთო, რომ ღირსება არ შელახო. ჩვენ რაც დავინახეთ, არაფერი არ ეტყობოდა იმას, რომ ბადრაგები ნერვიულობენ ამ პატიმრის ღირსებაზე იმ მომენტში და მე მგონი, ეს მთავარი პრობლემაა ზოგადად. ახლა ზუსტად რა მოხდა, მოხდა თუ არა და რაშია საქმე, უბრალოდ, რთულიც არის ამაზე მსჯელობა. მაგრამ ის, რომ არ შეიძლება თუნდაც, არ ვიცი, უსაფრთხოების და რაღაც ასეთი მოტივებით ადამიანის ღირსების შელახვა, თუნდაც ის პატიმარი იყოს, თუნდაც, არ ვიცი, ძალიან ცუდი რამ ჩადენილი წარსულში ჰქონდეს და ა.შ. მე მგონი, ეს ცხადია და ეს პრობლემაა,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.