სავარაუდო გაუპატიურება ციხეში - უფლებადამცველები დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ
უფლებადამცველები რუსთავის ციხეში პატიმარ გიორგი დავითაძის შესაძლო გაუპატიურების საქმეზე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებასა და პროკურატურის რეაგირებას ითხოვენ. პატიმარმა განაცხადა, რომ ის ბადრაგებმა დაამცირეს და სექსუალურად იძალადეს, ხოლო პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს და დეესკალაციის ოთახის ვიდეომასალას ავრცელებს.

სავარაუდო გაუპატიურება ციხეში - უფლებადამცველები დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ.
როგორც ლაშა ტუღუში აცხადებს, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები უფრო მეტ კითხვას აჩენს, რასაც აუცილებელია, რომ შესაბამისმა უწყებებმა გასცენ პასუხი.
საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და ეს ინტერესი რეალურია, აუცილებელია ჩატარდეს დამოუკიდებელი ექსპერტიზა. ამ კადრებში რაც ჩანს, ბუნებრივია კითხვებს ბადებს და იმისათვის, რომ ამ კითხვებზე სწორი პასუხები არსებობდეს, სწორედ ამას სჭირდება სერიოზული პროცესი. სერიოზული პროცესი გულისხმობს სერიოზულ ექსპერტიზას, ოღონდ არა ჯიბის ხალხით. სჭირდება დამოუკიდებელი ხალხი, რომელიც ამ ექსპერტიზას ჩაატარებას", - აცხადებს ლაშა ტუღუში.
პროკურატურისგან პასუხებს მოითხოვს "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" დირექტორი, თამთა მიქელაძეც.
კადრები ნამდვილად აჩვენებს, რომ აგრესიული მანერით მოხდა ამ ადამიანის შემოწმება. ამავე უწყების კომენტარი ვერ გადაწონის და ვერ უპასუხებს იმ კითხვებს, რომელიც ჩვენ გვაქვს. ორ წუთიანი ვიდეო არ აჩვენებს მანამდე რა იყო ან შემდგომი ისტორია როგორია. ამიტომ, მგონია, რომ ამ საკითხს აუცილებლად უნდა გამოეხმაუროს პროკურატურა", - განაცხადა თამთა მიქელაძემ.
რა მოხდა რუსთავის ციხეში:
პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ის ბადრაგმა გააუპატიურა, პენიტენციური სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში გადაღებული 4 წუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა.
კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის, როცა სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს.
შეგახსნებეთ, რომ პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს - შოკისმომგვრელი ჩვენება 36 წლის კაცმა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მისცა. მეექვსე პენიტენცირი დაწესებულების ბინადარი, გიორგი დავითაძე მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს.
პატიმრის თანახმად, უმძიმეს დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს - ისინიც ციხის ბადრაგები არიან. კაცის თქმით, არცერთი ბადრაგი ამ დრომდე პასუხისგებააში არ არის მიცემული.
დღეს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრებმა რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გამართეს და მოითხოვეს, სრულად და ხმით გასაჯაროვდეს ვიდეოკადრები, სადაც მათივე განმარტებით, მსჯავრდებულზე ძალადობაა ასახული.
მათ ასევე მოითხოვეს ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გადადგომა და ამ საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარება.
ციტატები სტატიიდან
„დირექტორი, თამთა მიქელაძეც. კადრები ნამდვილად აჩვენებს, რომ აგრესიული მანერით მოხდა ამ ადამიანის შემოწმება. ამავე უწყების კომენტარი ვერ გადაწონის და ვერ უპასუხებს იმ კითხვებს, რომელიც ჩვენ გვაქვს. ორ წუთიანი ვიდეო არ აჩვენებს მანამდე რა იყო ან შემდგომი ისტორია როგორია. ამიტომ, მგონია, რომ ამ საკითხს აუცილებლად უნდა გამოეხმაუროს პროკურატურა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.