ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

TI: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ოცნებას ეკსირება, ვითხოვთ გათავისუფლებას

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოქართული ოცნება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ, და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ორგანიზაციის შეფასებით, ხოშტარია პოლიტიკური პატიმარია.

TI: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ოცნებას ეკსირება, ვითხოვთ გათავისუფლებას
TI: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ოცნებას ეკსირება, ვითხოვთ გათავისუფლებასფორმულა

სანდო წყაროს მიერ გავრცელებულ ექსკლუზიურ კადრებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო განცხადებით ეხმაურება და აცხადებს, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ.

დღეს სანდო წყარომ ელენე ხოშტარიას კადრები გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ის რუსთავის ქალთა ციხიდან `თოდუას კლინიკაში, გეგმურ გამოკვლევებზე გადაიყვანეს. კადრების მიხედვით, ელენე ხოშტარია ეტლით გადაადგილდება.

TI-ის თანახმად, ელენე ხოშტარიასმდგომარეობის ამსახველი კადრები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რა მძიმე ფასს ახდევინებს ივანიშვილის რეჟიმი ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან.

"ელენე პოლიტიკური პატიმარია. ის საპატიმროში მხოლოდ იმიტომ იმყოფება, რომ არ შეეგუა უსამართლობას, არ გაჩუმდა, და ციხიდანაც კი საკუთარი ქვეყნის ევროპულ მომავლისთვუს იბრძვის. როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” თავის უწინდელ პუბლიკაციებში მიუთითებდა, მის მიერ ჩადენილი ქმედება უარეს შემთხვევაში შეიძლება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევდეს და არა სისხლისსამართლებრივს. ხოლო, დაკისრებული სასჯელი - 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მისთვის შერაცხულ ქმედებასთან მიმართებით მეტისმეტად მკაცრი და არაპროპორციულია.

მეტიც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მისი საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსება შეუთავსებელია წამების, არასათანადო ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვასთან დაკავრებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით და საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტებთან.

ელენე ხოშტარიას პატიმრობაზე, მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე სრული სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“. სწორედ მათ შექმნეს ძალადობრივი სისტემა, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს სჯის და პატიმრობას განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს.

მოვითხოვთ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მისთვის ყველა საჭირო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას.

გვჯერა, რომ საქართველოში მოვა დრო, როდესაც დადგება ყველა იმ პირის პასუხიმგებლობა, ვინც გასცემდა ბრძანებებს და მიზანმიმართულად მოქმედებდა საქართველოს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში რუსული გავლენების წინააღმდეგ დ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის. მოვა დრო, როდესაც სამართლიანობა იზეიმებს და სამართალი გაიმარჯვებს!

თავისუფლება ელენე ხოშტარიას!

თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიTI: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალური„საერთაშორისო გამჭვირვალობა” - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის ამსახველი კადრები გვახსენებს, რა მძიმე ფასს ახდევინებს ივანიშვილის რეჟიმი ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან - მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას
  3. NEWS.GEსაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ
  4. ბათუმელებიოპოზიციურიელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ – TI
  5. ნეტგაზეთიოპოზიციურიხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება — TI-საქართველო
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ელენე პოლიტიკური პატიმარია. ის საპატიმროში მხოლოდ იმიტომ იმყოფება, რომ არ შეეგუა უსამართლობას, არ გაჩუმდა, და ციხიდანაც კი საკუთარი ქვეყნის ევროპულ მომავლისთვუს იბრძვის. როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” თავის უწინდელ პუბლიკაციებში მიუთითებდა, მის მიერ ჩადენილი ქმედება უარეს შემთხვევაში შეიძლება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევდეს და არა სისხლისსამართლებრივს. ხოლო, დაკისრებული სასჯელი - 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მისთვის შერაცხულ ქმედებასთან მიმართებით მეტისმეტად მკაცრი და არაპროპორციულია. მეტიც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მისი საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსება შეუთავსებელია წამების, არასათანადო ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვასთან დაკავრებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით და საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტებთან. ელენე ხოშტარიას პატიმრობაზე, მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე სრული სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“. სწორედ მათ შექმნეს ძალადობრივი სისტემა, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს სჯის და პატიმრობას განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს. მოვითხოვთ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მისთვის ყველა საჭირო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას. გვჯერა, რომ საქართველოში მოვა დრო, როდესაც დადგება ყველა იმ პირის პასუხიმგებლობა, ვინც გასცემდა ბრძანებებს და მიზანმიმართულად მოქმედებდა საქართველოს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში რუსული გავლენების წინააღმდეგ დ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის. მოვა დრო, როდესაც სამართლიანობა იზეიმებს და სამართალი გაიმარჯვებს! თავისუფლება ელენე ხოშტარიას! თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რასა იუკნევიჩიენე - ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები